OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გამზირი ი.ჭავჭავაძე , N 82

AR1793096სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება7 დეკემბერი, 2020- ვაკე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5218918
გადაწყვეტილების თარიღი
9 დეკემბერი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვლადიმერ აბრამიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404993600

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.10.001.077
მესაკუთრე
სახელმწიფო
ფართობი
5 000 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1793096
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
7 დეკემბერი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 07 დეკემბერს №AR1793096 განცხადებით მომართა ვლადიმერ აბრამიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.10.001.077), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (A და B ბლოკების) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 05 ოქტომბრიდან 2022 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 02 დეკემბრის №5210539 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საცხოვრებელი ფართობი: 10807.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 2696.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1454.1 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 326.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი: 3358.7 კვ.მ., საერთო ფართობი: 18643.0 კვ.მ., ხოლო, სამშენებლო მოცულობა: 61853.8 კუბ.მ., 0.00 ნიშნულის ზევით: 48153.52 კუბ.მ. ასევე, სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმებული -10.37 - +44.20 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2020 წლის 26 ოქტომბრის №AR1784401 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საერთო ფართობად 18643.0 კვ.მ-ის ნაცვლად 19780.8 კვ.მ-ის, ავტოსადგომების ფართობად 3358.7 კვ.მ-ის ნაცვლად 4496.5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ -4.25 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ აღნიშნულ გეგმაზე ხდება ავტოსადგომების ფართობის დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდეს 4496.5კვ.მ., საერთო ფართობად 19780.8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანებით შეთანხმებული -4.25 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 05 ოქტომბრის №5121557 და 2020 წლის 02 დეკემბრის №5210539 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 დეკემბერი, 2020გადაწყვეტილება5218918 - თანხმობა
  3. 8 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი
  4. 8 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
  5. 7 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

  • 2020.12.07_გეგმები, განმარტებითი.pdfგახსნა ↗
  • 2020.12.08_მიწისპირა სართულის გეგმა, განმარტებითი.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა