ქალაქი თბილისი , ხეივანი დავით აღმაშენებელი , მე-12 კმ.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5228624
- გადაწყვეტილების თარიღი
- 17 დეკემბერი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დავით ჩერქეზიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 400028849
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.013.102
- მესაკუთრე
- შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (400028849)
- ფართობი
- 8 287 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.013.102საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1794860
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 16 დეკემბერი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 17 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 16 დეკემბრის №5221737 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 16 დეკემბერს №AR1794860 განცხადებით მომართა დავით ჩერქეზიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 16 დეკემბრის №5221737 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მიწის ნაკვეთის მისამართის, საკადასტრო კოდის და საპროექტო ობიექტის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანებით ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებელი ხეივანი, მე-12 კმ-ში, №01.72.14.013.102 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ლაბორატორიის და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2020 წლის 02 ივნისის №4969824 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში საპროექტო ობიექტის მითითების ნაწილში. სამსახურის 2020 წლის 30 ოქტომბრის №5166735 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.013.102) შეთანხმდა, ლაბორატორიის და ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 16 დეკემბრის №5221737 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 16 დეკემბრიდან 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 16 დეკემბრის №5221737 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, არასწორად არის მითითებული მიწის ნაკვეთის მისამართი, საკადასტრო კოდი და საპროექტო ობიექტი. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ვინაიდან, 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანებით ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებელი ხეივანი, მე-12 კმ-ში მდებარე №01.72.14.013.102 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ლაბორატორიის და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, ხოლო, სამსახურის 2020 წლის 30 ოქტომბრის №5166735 ბრძანებით შეთანხმდა ლაბორატორიის და ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურული პროექტი, მათ საფუძველზე გაცემულ სამსახურის 2020 წლის 16 დეკემბრის №5221737 ბრძანებაშიც საკადასტრო კოდად მითითებული უნდა იყოს: „№01.72.14.013.102“, მისამართად - „ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ“, საპროექტო ობიექტად - „ლაბორატორია და ადმინისტრაციული შენობა“. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, №01.72.14.013.102 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს “აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი”-ს საკუთრებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 16 დეკემბრის №5221737 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაიცეს ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებელი ხეივანი, მე-12 კმ-ში (ს/კ: №01.72.14.013.102) შპს “აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი”-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2020 წლის 30 ოქტომბრის №5166735 ბრძანებით შეთანხმებული ლაბორატორიის და ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 16 დეკემბრის №5221737 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 16 დეკემბრის №5221737 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 17 დეკემბერი, 2020გადაწყვეტილება5228624 - თანხმობა
- 16 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- Binder Scan Nebartva 16.12.2020.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა