OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , სოფელი , დიღომი , დიდი დიღომი

AR1795925სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება22 დეკემბერი, 2020- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5235664
გადაწყვეტილების თარიღი
23 დეკემბერი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი მაზიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405132663

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.036.746
მესაკუთრე
ზაზა წიქორიძე (P/N: *********99)
ფართობი
801 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1795925
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
22 დეკემბერი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 23 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5201299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 22 დეკემბერს №AR1795925 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5201299 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5201299 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.036.746) მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 03 დეკემბრის №5208331 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 03 დეკემბრიდან 2022 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5201299 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 1162.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1203.1 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 583.4 კვ.მ-ის ნაცვლად 542.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №892018715701; მომზადების თარიღი: 20/08/2018 წ.), ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში არსებული №01.72.14.036.746 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს “დიდი დიღომი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №405132663). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “დიდი დიღომი”-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დათო ყიფშიძე. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია დათო ყიფშიძის მიერ განმცხადებლის - ირაკლი მაზიაშვილის სახელზე გაცემული 2019 წლის 01 ოქტომბრის მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 191200928), რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ საცხოვრებელი და საოფისე ფართობების ცვლილება არ იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5201299 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5201299 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1203.1 კვ.მ., საოფისე ფართობად 542.4 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5201299 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5201299 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 23 დეკემბერი, 2020გადაწყვეტილება5235664 - თანხმობა
  3. 22 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა