ქალაქი თბილისი, გლდანის დასახლება, მამკოდის ქუჩა, N 29
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5239370
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 დეკემბერი, 2020
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 20 ნოემბერი, 2020 – 20 ნოემბერი, 2021
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბესიკი ფოფხაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 406222733
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.12.002.116
- მესაკუთრე
- გოჩა შავშიშვილი (P/N: *********87)
- ფართობი
- 773 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.12.002.116საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1796287
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 24 დეკემბერი, 2020
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5184637 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 24 დეკემბერს №AR1796287 განცხადებით მომართა ბესიკი ფოფხაძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5184637 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5184637 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა მორეტი, №24ა, ქ. თბილისი, მორეტის ქუჩა №24ა-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.11.12.002.116), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 20 ნოემბრის №5194411 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 20 ნოემბრიდან 2021 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5184637 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: საერთო ფართობად 2563.74 კვ.მ-ის ნაცვლად 2550.72 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 351.46 კვ.მ-ის ნაცვლად 338.44 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5184637 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5184637 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და დაფიქსირდეს საერთო ფართობი 2550.72 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 338.44 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5184637 ბრძანებით შეთანხმებული +6.140, +9.240, +12.340, +15.440 და +18.540 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5184637 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5184637 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 25 დეკემბერი, 2020გადაწყვეტილება5239370 - თანხმობა
- 24 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი
- 24 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
- 24 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა