OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, მიხეილ ბუხაიძის ქუჩა, N 44გ

AR1797308სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 დეკემბერი, 2020
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5246350
გადაწყვეტილების თარიღი
30 დეკემბერი, 2020
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გია ხოფერია
დეველოპერი (ს/კ)
405329764

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.16.06.054.046
მესაკუთრე
მერაბ მეტრეველი (P/N: *********93)
ფართობი
1 430 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1797308
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
30 დეკემბერი, 2020
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
0 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 დეკემბერი, 2020ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5160840 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 30 დეკემბერს №AR1797308 განცხადებით მომართა გია ხოფერიამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5160840 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5160840 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მიხეილ ბუხაიძის ქუჩა №44გ-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.16.06.054.046) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5214900 ბრძანებით გაიცა მშნებლობის ნებართვა. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5160840 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საზაფხულო ფართობად 1166.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1171.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის: №882020912905, მომზადების თარიღი: 01/12/2020 წ.) მიხედვით ქალაქ თბილისში, ბუხაიძის ქუჩა №44გ-ში მდებარე №01.16.06.054.046 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს “აპარტ დეველოპმენტი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №405329764). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს “აპარტ დეველოპმენტი”-ს ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გია ხოფერია. შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ +5, +6, +7 სართულების გეგმები არ იცვლება, უბრალოდ აღნიშნულ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ საზაფხულო ფართობის ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 5988.5 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5160840 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5160840 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 5988.5 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1171.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5160840 ბრძანებით შეთანხმებული +5, +6, +7 სართულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5160840 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 26 ოქტომბრის №5160840 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 30 დეკემბერი, 2020გადაწყვეტილება5246350 - თანხმობა
  3. 29 დეკემბერი, 2020ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა