OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, N 80

AR1797517სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება21 იანვარი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5259363
გადაწყვეტილების თარიღი
22 იანვარი, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ელგუჯა პატაშური
დეველოპერი (ს/კ)
406127392

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.21.002.351
მესაკუთრე
ბესიკ მაზმიშვილი (P/N: *********60)
ფართობი
3 568 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1797517
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
21 იანვარი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 22 იანვარი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 01 სექტემბრის №5064232 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 21 იანვარს №AR1797517 განცხადებით მომართა ელგუჯა პატაშურმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 01 სექტემბრის №5064232 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 01 სექტემბრის №5064232 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა №80-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.19.21.002.351), ადმინისტრაციული და სასაწყობე ნაგებობების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 16 სექტემბრის №5104236 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 01 სექტემბრის №5064232 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 671.1 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 911.1 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 27.5 კვ.მ-ის ნაცვლად 23.0 კვ.მ. სასაწყობე ფართობი 617.5 კვ.მ-ის ნაცვლად 617.0 კვ.მ. დამხმარე ფართობი 416.3 კვ.მ-ის ნაცვლად 274.1 კვ.მ. საერთო ფართობი 1732.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1900.8 კვ.მ. ასევე მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობის (75.6 კვ.მ.) დამატება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 01 სექტემბრის №5064232 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საოფისე ფართობი: 911.1 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 23.0 კვ.მ., სასაწყობე ფართობი: 617.0 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 274.1 კვ.მ., საერთო ფართობი: 1900.8 კვ.მ. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 75.6 კვ.მ. სამსახურის 2020 წლის 01 სექტემბრის №5064232 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა სახურავის გეგმებისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 01 სექტემბრის №5064232 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 01 სექტემბრის №5064232 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 22 იანვარი, 2021გადაწყვეტილება5259363 - თანხმობა
  3. 12 იანვარი, 2021ფაილები აიტვირთა
  4. 4 იანვარი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა