ქალაქი თბილისი, ავთანდილ ვარაზის ქუჩა, N 107
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5261298
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 თებერვალი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი მჭედლიშვილი
- ორგანიზაცია
- 33919
- დეველოპერი (ს/კ)
- 406072912
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 72.16.23.869
- მესაკუთრე
- შპს "გრინლანდია" (404515681)
- ფართობი
- 3 869 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-2
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1799921
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 21 იანვარი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 20 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 თებერვალი, 2021ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №3891772 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 21 იანვარს №AR1799921 განაცხადით მომართა გიორგი მჭედლიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №3891772 ბრძანებაში დამკვეთის და მისამართის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №3891772 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელი თხინვალა/ქალაქი თბილისი, სოფელ თხინვალაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №72.16.23.869), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (III და IV სახლი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 მარტიდან 2021 წლის 30 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „გრინლანდია" (ს/ნ: 404515681). სამსახურის 2018 წლის 27 სექტემბრის №4191686 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №3891772 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი განცხადებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის და მისამართის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №3891772 ბრძანებაში დამკვეთის და მისამართის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს „გრინლანდია"-ს (ს/ნ: 404515681) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „ექს სითი დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 406072912) დაფიქსირება. ხოლო, საპროექტო მიწის ნაკვეთის ძველი მისამართის - ქ. თბილისი, სოფელი თხინვალა/ქალაქი თბილისი, სოფელი თხინვალას ნაცვლად ახალი მისამართის - ქ. თბილისი, ავთანდილ ვარაზის ქ. №107-ის დაფიქსირება. საჯარო რეესტრი ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: №892020000198, მომზადების თარიღი: 08/01/2021 13:09:28) თანახმად, №72.16.23.869 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისამართია ქ. თბილისი, ავთანდილ ვარაზის ქ. №107, რომლის მესაკუთრეს დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს შპს „ექს სითი დეველოპმენტი“ (ს/ნ: 406072912). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B20079333, 05/10/2020 წ.) შპს „ექს სითი დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 406072912) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი მჭედლიშვილი. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, ქ. თბილისი, ავთანდილ ვარაზის ქ. №107-ში მდებარე, №72.16.23.869 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ექს სითი დეველოპმენტი“ (ს/ნ: 406072912), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის და მისამართის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ექს სითი დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 406072912), ხოლო მისამართად - ქ. თბილისი, ავთანდილ ვარაზის ქ. №107-ის დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №3891772 ბრძანებაში და: 1.1 დამკვეთად შპს „გრინლანდია"-ს (ს/ნ: 404515681) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ექს სითი დეველოპმენტი“ (ს/ნ: 406072912). 1.2 საპროექტო მიწის ნაკვეთის მისამართად ქ. თბილისი, სოფელი თხინვალა/ქალაქი თბილისი, სოფელი თხინვალას ნაცვლად დაფიქსირდეს: ქ. თბილისი, ავთანდილ ვარაზის ქ. №107 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №3891772 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 მარტის №3891772 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 თებერვალი, 2021გადაწყვეტილება5261298 - თანხმობა
- 21 იანვარი, 2021ფაილები აიტვირთა
- 21 იანვარი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
დასკვნები და აზომვები1
- ამონაწერი 14.11.2017 - მესაკუთრე შპს გრინლაინდია.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები1
- TAS.ge დამკვეთის ცვლილება (ქ. თბილისი, ავ. ვარაზის ქ. 107).rarგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა