OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , კახეთის გზატკეცილზე , მრეწველობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მიმდებარედ

AR1802790ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება8 თებერვალი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5284406
გადაწყვეტილების თარიღი
10 თებერვალი, 2021
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მაია გაბათაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
208154236

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.13.001.034
მესაკუთრე
შპს "მშვიდობა" (208154236)
ფართობი
4 334 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1802790
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
8 თებერვალი, 2021
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 თებერვალი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე, საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი _ -საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №44 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში, კერძოდ ზემოაღნიშნული ცვლილებით, 22-ე მუხლი 61 მუხლის თანახმად ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, 60 მ2 -მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის ან/და გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის ახალი მშენებლობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შეტყობინებას თან უნდა დაერთოს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით.“ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოადგინეთ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით. განგიმარტავთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სქემა სამსახურის მიერ გადაგზავნილი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში და სააგენტოს მიერ შეთანხმებული სქემა თქვენ მიერ უნდა შეთანხმდეს ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხოლო საბოლოო შეთანხმებული სქემები წერილებთან ერთად წარმოდგემილი იქნას არქიტექტურის სამსახურში. -მოთხოვნის შინაარსი -> ..მოთხოვნის ტექსტი: განმარტეთ საპროექტო ობიექტ(ებ)ის ზუსტი ფუნქცია / დანიშნულება და შესაბამისად ჩამოყალიბდეს მოთხოვნის ტექსტური ნაწილი. გაითვალისწინეთ - თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ფუნქციური ზონა - საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 3 (სსზ-3)-ში. სსზ-3 – განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობებია სავაჭრო ცენტრები, მოლები და მსგავსი მსხვილი საზოგადოებრივ-კომერციული ობიექტები. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე ასევე დასაშვებია საკულტო შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების ობიექტის, ავტოგასამართი კომპლექსის, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურების, ასევე საოფისე შენობა - ნაგებობების განთავსება;“. -არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი : დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას უშუალოდ ის ფოტოსურათი, რომელზეც დამუშავებულია ფოტომონტაჟი. -ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი : ფოტომონტაჟზე დაიტანეთ საპროექტო შენობების ნიშნულები, გაბარიტული ზომები, მასალა. გაითვალისწინეთ ფუნქცია და ვიზუალი უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. -წარმოადგინეთ საკადასტრო გეგმა საპროექტო შენობა-ნაგებობების დატანით შესაბამისი გაბარიტული ზომების მითითებით. საპროექტო შენობების განთავსებისას დაცული იქნას განაშენიანების რეგულირების ხაზები დანართის შესაბამისად (იხ.დანართი). -საპროექტო მიწის ნაკვეთზე გადის ხაზობრივი ნაგებობები - N 01.00.834 (შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“) და ელ.მომარაგება (6-10 კვ), საჭიროა წარმოდგენილი იქნას შესაბამისი მესაკუთრეების მიერ გაცემული თანხმობა ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით და შესაბამისად დამოწმებული გენგეგმა. -წარმოდგენილ იქნეს წარმოდგენილ იქნეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ითვალისწინებს მინდობილი პირის წარმომადგენლობას სამსახურში მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. -ვინაიდან მიწის ნაკვეთი დატვირთულია იპოთეკით წარმოდგენილ იქნეს იპოთეკარის წესდების თანახმად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). აქვე გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 10 თებერვალი, 2021გადაწყვეტილება5284406
  3. 8 თებერვალი, 2021ფაილები აიტვირთა
  4. 8 თებერვალი, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 8 თებერვალი, 2021ფაილები აიტვირთა
  6. 8 თებერვალი, 2021ფაილები აიტვირთა
  7. 8 თებერვალი, 2021ფაილები აიტვირთა
  8. 8 თებერვალი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები9

ყველას ჩვენება (9)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა