ქალაქი თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა, N 109
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5302210
- გადაწყვეტილების თარიღი
- 17 მარტი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მარიამ პაპუკაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405195854
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.12.003.096
- მესაკუთრე
- შპს ალფა რეზიდენსი (405195854)
- ფართობი
- 2 185 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.12.003.096საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1804814
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 18 თებერვალი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 27 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 17 მარტი, 2021გადაწყვეტილება5302210 - თანხმობა
- 17 მარტი, 2021ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის №4000565 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 18 თებერვალს №AR1804814 განცხადებით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის №4000565 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის №4000565 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, სექტორი ნაძალადევი, თ. ერისთავის ქუჩა №8-ში, №01.12.12.003.096 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №2) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 07 ივნისიდან 2020 წლის 07 ივნისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის №4000565 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, განმცხადებელს სურს ბრძანებაში ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 173.8 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (განცხადების რეგისტრაცია: №892018004353; მომზადების თარიღი: 09/01/2018 წ.) ქალაქ თბილისში, ერისთავის ქუჩა №8-ში, №01.12.12.003.096 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ალფა რეზიდენსი’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405195854). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ალფა რეზიდენსი’’-ს დირექტორებს წარმოადგენენ გიორგი ხუციშვილი და გია დავითაძე. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია შპს ,,ალფა რეზიდენსი’’-ს დირექტორების მიერ განმცხადებლის მარიამ პაპუკაშვილის სახელზე გაცემული 2021 წლის 23 თებერვლის მინდობილობა (რეგისტრაციის ნომერი: №210145446), რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. სამსახურმა საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია ვინაიდან, სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის №4000565 ბრძანებით შეთანხმებული პირველი სართულის გეგმაზე (+0.10 ნიშნული) დატანილია 12 ღია ავტოსადგომი, რომლის ჯამური ფართობი შეადგენს 173.8 კვ.მ-ს. შესაბამისად, შესაძლებელია მათი ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის №4000565 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომები: 173.8კვ.მ. 2. სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის №4000565 ბრძანებით შეთანხმებული -3, -2, -1 და 1 სართულის არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე სართულების არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის №4000565 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 07 ივნისის №4000565 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 23 თებერვალი, 2021ქალაქის პასუხი
- 23 თებერვალი, 2021ფაილები აიტვირთა
- 18 თებერვალი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- asatvirti 5.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა