OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , "ჩალიპირები"

AR1805987ახალი მშენებლობაინდ. ერთბინიანი24 თებერვალი, 2021- დიღომი
საერთო ფართობი
381,6 მ²
განაშენიანების ფართობი
440,9 მ²
საცხოვრებელი ფართობი
175,6 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
518 მ²
სიმაღლე
8,8 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
1,4 მ
სამშენებლო მოცულობა
1 877 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5303990
გადაწყვეტილების თარიღი
25 თებერვალი, 2021
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევან ფხაკაძე
დეველოპერი (ს/კ)
405408278

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    შპს "ელ კაპიტალ თბილისი"
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    ვაჟა ჩხაიძე
    პირადი ნომერი
    *********45

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.064.323
მესაკუთრე
შპს "ელ კაპიტალ თბილისი" (405408278)
ფართობი
518 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1805987
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
24 თებერვალი, 2021
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 თებერვალი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა 2019 წლის 3 დეკემბრიდან ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა თანდართული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობები“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილებით. აქედან გამომდინარე ვინაიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები თქვენ მიწის ნაკვეთზე დადგენილია 2019 წლის 3 დეკემბრის შემდეგ საჭიროა საპროექტო დოკუმენტაცია წარმოადგინოთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის და „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის და პირობების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #255 დადგენილების შესაბამისად. 1..შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი.: დამატებით წარმოადგინეთ აუზის სქემატური ნახაზები, მისი კლასის დასადგენად. 2. „ფაილის მიმაგრება სურვილის შემთხვევაში: . წარმოდგენილ იქნას საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელგაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, წყალმომარაგების და წყალარინების) სქემები ; 3 . წარმოდგენილ იქნას საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევა; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშში მინიმუმ უნდა აისახოს: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა, კვლევის ჩატარების წერტილების ჩვენებით; ბ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია; გ) დასკვნა ან/და რეკომენდაციები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისთვის. საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევის დოკუმენტაცია წარმოსადგენია თანდართული საესპერტო შეფასებით. 4. წარმოდგენილ იქნას საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა; განმარტება: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული სქემა შედგება ტექსტური და გრაფიკული ნაწილისაგან, სადაც განსაზღვრულია შენობა-ნაგებობების ძირითადი მზიდი კონსტრუქციული ელემენტების გაბარიტული ზომები; საძირკვლის, გადახურვის და ვერტიკალური ელემენტების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები) ტიპი; შენობა-ნაგებობის სიმტკიცეზე, მდგრადობაზე და დეფორმაციაზე გაანგარიშების საწყისი მონაცემები (მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, სიხისტეები, სტატიკური და დინამიკური დატვირთვების მნიშვნელობები), სივრცითი ანგარიშისათვის გამოყენებული კომპიუტერული საანგარიშო კომპლექსის დასახელება და გაანგარიშებათა შედეგები (ილუსტრირებული დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, გადაადგილება და რხევის პერიოდი), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამისი და ამავე კონსტრუქციულ სქემაში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის/რეგლამენტების მოთხოვნებს. ხოლო, კონსტრუქციული პროექტი უნდა მოიცავდეს კონსტრუქციული სქემით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას დაზუსტებული, დაკონკრეტებული სახით და იძლეოდეს მშენებლობის განხორციელებისთვის ამომწურავ ინფორმაციას. კონსტრუქციული პროექტი დამატებით უნდა მოიცავდეს: ა) ფუძის მოწყობის, საძირკვლის და გადახურვის ძირითად ნახაზებს (ვერტიკალური მზიდი კონსტრუქციების ტიპების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები და ა. შ.), ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომების, გადახურვის ზედაპირის ვერტიკალური ნიშნულების ჩვენებით); ბ) ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს; გ) კონსტრუქციული ელემენტების, დეტალების და სამშენებლო მასალების სპეციფიკაციას. საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევის და კონსტრუქციული სქემა/პროექტის ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარმოსადგენია თანდართული საესპერტო შეფასებით. 5. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №44 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში, კერძოდ ზემოაღნიშნული ცვლილებით მე-13 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურული პროექტი უნდა მოიცავდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოადგინეთ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით. განგიმარტავთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სქემა სამსახურის მიერ გადაგზავნილი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში და სააგენტოს მიერ შეთანხმებული სქემა თქვენ მიერ უნდა შეთანხმდეს ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხოლო საბოლოო შეთანხმებული სქემები წერილებთან ერთად წარმოდგენილი იქნას არქიტექტურის სამსახურში. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 25 თებერვალი, 2021გადაწყვეტილება5303990
  3. 24 თებერვალი, 2021ფაილები აიტვირთა
  4. 24 თებერვალი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები11

ყველას ჩვენება (11)

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა