ქალაქი თბილისი , ხეივანი დავით აღმაშენებელი , მე-12 კმ.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5324256
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 მარტი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 10 მარტი, 2021 – 10 მარტი, 2023
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დავით ჩერქეზიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 400028849
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.013.102
- მესაკუთრე
- შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (400028849)
- ფართობი
- 8 287 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.013.102საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1810201
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 მარტი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 მარტი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის №5286517 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 11 მარტს №AR1810201 განცხადებით მომართა დავით ჩერქეზიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 10 მარტის №5286517 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საერთო ფართობის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის №5286517 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.013.102) ლაბორატორიის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 10 მარტიდან 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის №5286517 ბრძანებაში არასწორად აისახა საერთო ფართობის მაჩვენებელი და შესაბამისად, ითხოვს საერთო ფართობად 1124.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1200.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 10 მარტის №5286517 ბრძანებაში დაფიქსირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ჯამური ფართობი შეადგენს 1200.6 კვ.მ-ს. თუმცა ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის №5286517 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის №5286517 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ, საერთო ფართობად დაფიქსირდეს 1200.6 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის №5286517 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 მარტის №5286517 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 მარტი, 2021გადაწყვეტილება5324256 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა