ქალაქი თბილისი , ქუჩა საირმის , N 40-42
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5407730
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 მაისი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 25 იანვარი, 2021 – 26 იანვარი, 2022
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თამაზი ხუნდაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 205227404
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.028.082
- მესაკუთრე
- ი.ბ.ა. " საირმე პირველი" (205227404)
- ფართობი
- 542 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.028.082საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1811949
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 მარტი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 6
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 მაისი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 22 მარტს №AR1811949 განცხადებით მომართა თამაზი ხუნდაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებით შეთანხმდა საირმეს ქუჩა №40-42-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.14.028.082) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 25 იანვრიდან 2022 წლის 26 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 1516.22 კვ.მ-ის ნაცვლად 1505.66 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 314.43 კვ.მ-ის ნაცვლად 324.06 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 109.59 კვ.მ-ის ნაცვლად 146.6 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 2731.86 კვ.მ-ის ნაცვლად 2767.94 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 2767.94 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 1505.66 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 324.06 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 146.6 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებით შეთანხმებული +9.90, +13.20, +19.80, +23.10 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 იანვრის №5262077 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 მაისი, 2021გადაწყვეტილება5407730 - თანხმობა
- 17 მაისი, 2021ქალაქის პასუხი
- 15 მაისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 3 მაისი, 2021ქალაქის პასუხი
- 29 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
- 19 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
- 17 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
- 14 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
- 13 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
- 1 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
- 30 მარტი, 2021ფაილები აიტვირთა
- 19 მარტი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები6
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა