OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ც. დადიანი , N 263 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ც. დადიანი , N 263 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ზედაზენი , N4 კორპუსის მიმდებარედ

AR1813979სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 მარტი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5385161
გადაწყვეტილების თარიღი
27 აპრილი, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მამუკა წერეთელი
დეველოპერი (ს/კ)
400235027

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.11.037.115
მესაკუთრე
შპს "ლივინ დეველოპმენტი" (400235027)
ფართობი
12 808 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1813979
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
25 მარტი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
6

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5190450 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 25 მარტს №AR1813979 განცხადებით მომართა მამუკა წერეთელმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5190450 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5190450 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.11.037.115 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის (A ბლოკი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 18 ნოემბრიდან 2022 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5190450 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: განაშენიანების ფართობად 11470.5 კვ.მ-ის ნაცვლად 11780.7 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 10224.1 კვ.მ-ის ნაცვლად 10192.3 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 6311.5 კვ.მ-ის ნაცვლად 6302.4 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1195.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1217.7 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1242.3 კვ.მ-ის ნაცვლად 1197.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5190450 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5190450 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და განაშენიანების ფართობად დაფიქსირდეს 11780.7 კვ.მ., საერთო ფართობად 10192.3 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 6302.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 1217.7 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1197.6 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5190450 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტის ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5190450 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 ნოემბრის №5190450 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 აპრილი, 2021გადაწყვეტილება5385161 - თანხმობა
  3. 26 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
  4. 26 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 21 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
  6. 21 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
  7. 16 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
  8. 16 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
  9. 12 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
  10. 12 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
  11. 7 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
  12. 6 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
  13. 25 მარტი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები9

  • 2020.10.19_გეგმები და განაშენიანების კროკები.dwg
  • 2021.04.11_გეგმები_A.dwg
  • 2021.04.11_გეგმები_A.pdfგახსნა ↗
  • 2021.04.14_გეგმები_A.dwg
  • 2021.04.14_გეგმები_A.pdfგახსნა ↗
  • 2021.04.20_გეგმები_A.dwg
ყველას ჩვენება (9)

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა