ქალაქი თბილისი, წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩა, N 8
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5358183
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 აპრილი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიგა სანაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405112391
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.05.008.323
- მესაკუთრე
- იზოლდა ჩეჩვაძე (P/N: *********46)
- ფართობი
- 730 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.05.008.323საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1814732
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 30 მარტი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 მაისის №4514225 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 30 მარტს №AR1814732 განცხადებით მომართა გიგა სანაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 24 მაისის №4514225 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 მაისის №4514225 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის ქუჩის II შესახვევი №8/ ალექსანდრე (საშა) იოსელიანის ქუჩის II შესახვევი №6-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.05.008.323) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 14 ივნისის №4546465 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 14 ივნისიდან 2021 წლის 14 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2019 წლის 24 მაისის №4514225 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით, 0.00 ნიშნულის გეგმაზე გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომი (13.8 კვ.მ.), რომელიც ბრძანებაში დაფიქსირებული არ არის. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ღია ავტოსადგომის (13.8 კვ.მ.) სამსახურის 2019 წლის 24 მაისის №4514225 ბრძანებაში, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომის ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 მაისის №4514225 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომი: 13.8 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 მაისის №4514225 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 მაისის №4514225 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 მაისის №4514225 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 აპრილი, 2021გადაწყვეტილება5358183 - თანხმობა
- 6 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
- 30 მარტი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- Binder Gen Gegma da Gegma Parking.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა