OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ივანე კერესელიძის ქუჩა N17

AR1815197ახალი მშენებლობამრავალბინიანი1 აპრილი, 2021- ვაკე
სიმაღლე
15 მ

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5411375
გადაწყვეტილების თარიღი
19 მაისი, 2021
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზაზა ტყეშელაშვილი
ორგანიზაცია
28047
დეველოპერი (ს/კ)
404454256

მონაწილეები

  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    გიორგი ქევანიშვილი
    პირადი ნომერი
    *********62

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.02.040.013
მესაკუთრე
იოსებ ყურაშვილი (P/N: *********48)
ფართობი
485 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1815197
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
1 აპრილი, 2021
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
48 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 მაისი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული 2021 წლის 01 აპრილის AR1815197 განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ივ. კერესელიძის ქ. N17-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ესკიზის წინასწარი შეთანხმების საკითხს. ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’ ’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9- 34 დადგენილების თანახმად განაცხადი და თანდართული საპროექტო დოკუმენტაცია განხილული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე (ოქმი N11; 01.04.2021წ.), რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. რეკომენდაცია: „გათვალისწინებული იქნეს საბჭოს წევრების რეკომენდაციები“. გაცნობებთ, რომ სამსახურის მიერ 2020 წლის 29 ოქტომბრის N5163343 ბრძანებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით (ახალი მშენებლობა) გაიცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. თქვენ მიერ წარმოდგენილია რეკონსტრუქციის ესკიზი; საჭიროა დააზუსტდეს მოთხოვნა და წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ამასთან, AR1816267 განცხადებით შემოსულია იგივე მოთხოვნა. საჭიროა დააზუსტოთ მოთხოვნა და სამსახურს მომართოთ მხოლოდ ერთი განცხადებით. დამატებით გაცნობებთ: რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობანაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ’’ საქარველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების, მე-12 მუხლის შესაბამისად: არქიტექტურული ესკიზი უნდა მოიცავდეს: 1. თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; 2. განმარტებით ბარათს (საპროექტო ტერიტორიის, შენობა-ნაგებობის სტრუქტურისა და მოცულობით- სივრცითი დაგეგმარების, მხატვრულ-ესთეტიკური გადაწყვეტის შესახებ); 3. შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის: - მიწის ნაკვეთის ფართობს; - მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობს; - შენობა-ნაგებობის ფართობს; - შენობა-ნაგებობის კლასის განმსაზღვრელ პარამეტრებს; - სავარაუდო ასათვისებელ კოეფიციენტებს; 4. მიწის ნაკვეთის სქემატურ გეგმას (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითად ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ნიშნულებს, მიწის ნაკვეთზე საპროექტო შენობა-ნაგებობის განთავსების და სხვა ასპექტების ასახვით); 5. შენობა-ნაგებობის ფასადების სქემატურ ნახაზებს (საკადასტრო საზღვრის პროექციის, ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული ზომების, ძირითადი ვერტიკალური ნიშნულების, გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის დონეების ჩვენებით); 6. მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის ესკიზურ სქემას რომელიც შესაძლებელია დამუშავებულ იქნას ამავე გადაწყვეტილების მეოთხე და მეხუთე პუნქტებით მოთხოვნილ ნახაზებზევე კონსოლიდირებულად ან/და ცალკე. მასთანავე გაცნობებთ, რომ ნომენკლატურის შესაბამისად, თქვენ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1. წარმოდგენილი იქნეს საბჭოს წევრების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესრულებული ესკიზური პროექტი. 2..არსებული სიტუაციის ფოტოსურათები. -> .ფოტოსურათების pdf ფაილი.: არ არის წარმოდგენილი არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოები დღეის მდგომარეობით, დათარიღებული; 3..ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით). : ფოტომონტაჟებზე არ არის მითითებული მასალა, ზომები, ნიშნულები, ფერის კოდი; 4. დამატებით წარმოდგენილ იქნას საპროექტო და მომიჯნავე შენობა-ნაგებობის ფასადების ესკიზური განშლები (მომიჯნავე შენობების ფასადები შესაძლებელია დატანილ იქნას მხოლოდ კონტურების სახით) , რომელზეც დატანილი იქნება აბსოლიტური ნიშნულები როგორც ყველაზე დაბალ, ასევე ყველაზე მაღალ წერტილებში; 5. დაცული იქნეს შენობათა განთავსების წესი (სამეზობლო მიჯნები). გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. <font face="tahoma, arial, verdana, sans-serif" st

    მეტის ჩვენება
  2. 19 მაისი, 2021გადაწყვეტილება5411375 - სხვა
  3. 1 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
  4. 1 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა

ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.

დოკუმენტები

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა