ქალაქი თბილისი , მასივი III , (ნაკვ.20/025)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5363139
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 აპრილი, 2021
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დიმიტრი ადამია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405323699
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.20.020.083
- მესაკუთრე
- შპს "ვარკეთილი დიველოფმენთ" (405323699)
- ფართობი
- 4 638 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.20.020.083საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1815554
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 5 აპრილი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 19 მაისი, 2021ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 18 ივნისი, 2021
- 12 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
2021 წლის 05 აპრილის №AR1815554 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 05 აპრილს №AR1815554 განცხადებით მომართა დიმიტრი ადამიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 02 მარტის №5310046 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 02 მარტის №5310046 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მასივი III, (ნაკვ.20/025)-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.19.20.020.083) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 2 მარტიდან 2023 წლის 2 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 02 მარტის №5310046 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 9324.4 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 9311.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 2097.1 კვ.მ-ის ნაცვლად 2094.4 კვ.მ., ამასთან, განმცხადებელი ითხოვს ბრძანებაში 0.00 ნიშნულზე არსებული ღია ავტოსადგომების ფართობის (436 კვ.მ.) დაფიქსირებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილ გეგმებზე საჰაერო შახტების და კოლონების ფართობი შეყვანილია საცხოვრებელ ფართობში. ვინაიდან, საჰაერო შახტების ფართობები არ არსებობს (სიცარიელეა), იგი ამოღებულ უნდა იქნას საცხოვრებელი ფართობიდან. ასევე, ამოსაღებია კოლონების ფართობები. გარდა ამისა, საცხოვრებელი ფართობი უნდა იყოს დათვლილი კედლების შიდა კონტურზე (სადარბაზოს და ბინების გამყოფი კედლების გარეშე). განგიმარტავთ, რომ საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც. გაითვალისწინეთ, რომ ღია ავტოსადგომი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არ შედის და აქედან გამომდინარე, საერთო ფართობში ვერ დაფიქსირდება. თუმცა, შესაძლებელია ბრძანებაში ღია ავტოსადგომის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისაგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2 წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 02 მარტის №5310046 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები, ფართობების გასწორებით, გეგმარების ცვლილების გარეშე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2021 წლის 05 აპრილის №AR1815554 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 აპრილი, 2021გადაწყვეტილება5363139 - სხვა
- 2 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
- 2 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა