OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ნარიმანოვი , N 10

AR1815918სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 აპრილი, 2021- ოქროყანა
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5376849
გადაწყვეტილების თარიღი
21 აპრილი, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბესარიონ მერმანიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
204391880

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.01.002.053
მესაკუთრე
შპს ნადიკვარი-96 (204391880)
ფართობი
1 214 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1815918
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 აპრილი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის №5163204 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 05 აპრილს №AR1815918 განცხადებით მომართა ბესარიონ მერმანიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის №5163204 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის №5163204 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ქუჩა ნარიმანოვი №10-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.18.01.002.053), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 05 მარტის №5313299 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 05 მარტიდან 2023 წლის 05 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის №5163204 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 1798.9 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1787.1 კვ.მ. კომერციული ფართობი 96.3 კვ.მ-ის ნაცვლად 88.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 383.7 კვ.მ-ის ნაცვლად 403.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 296.2 კვ.მ-ის ნაცვლად 274.2 კვ.მ., დამხმარე ფართობი 128.2 კვ.მ-ის ნაცვლად 144.8 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 352.2 კვ.მ-ის ნაცვლად 330.2 კვ.მ., საერთო ფართობი 3055.4 კვ.მ-ის ნაცვლად 3028.0 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და არქიტექტურული გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის №5163204 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 1787.1 კვ.მ. კომერციული ფართობი: 88.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 403.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 274.2 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 144.8 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი: 330.2 კვ.მ., საერთო ფართობი: 3028.0 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის №5163204 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის №5163204 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის №5163204 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 აპრილი, 2021გადაწყვეტილება5376849 - თანხმობა
  3. 20 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
  4. 20 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 14 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
  6. 14 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
  7. 14 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
  8. 5 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა
  9. 5 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა