ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა, N 43
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5391706
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 აპრილი, 2021
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ილია სარიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 205244225
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.037.343
- მესაკუთრე
- შპს თერმა სერვისი (205244225)
- ფართობი
- 1 000 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.037.343საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1817002
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 13 აპრილი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 16 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარმოდგენილი თქვენი 2021 წლის 13 აპრილის №AR1817002 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ 2021 წლის 09 აპრილს № AR1816803 განცხადებით სამსახურს მომართა ლევანი ოქროპირიძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა №43-ში, №01.72.14.037.343 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. აღნიშნულ განცხადებაზე სამსახურის 2021 წლის 26 აპრილის №5382926 გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა შესაბამისი ვადა. “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 101-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. კანონმდებლობა, ასევე, განსაზღვრავს განმცხადებლის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე წარმოსადგენ დოკუმენტაციას. გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ზემოაღნიშნულ საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.037.343) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. განგიმარტავთ, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მშენებლობის ნებართვა. დამატებით განგიმარტავთ, რომ თქვენს დაინტერესებაში არსებულ ობიექტთან დაკავშირებით შეტყობინების განსახორციელებლად განცხადება შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tas.ge), შემდეგი ნომენკლატურით: ელექტრონული განაცხადები - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა - შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტზე - შემდეგ ატვირთოთ თქვენ ხელთ არსებული დოკუმენტაცია და შესაბამისი განმარტება. გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა წარმოდგენილ შეტყობინებაში ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგებით კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი გადგებათ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას თქვენ მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 აპრილი, 2021გადაწყვეტილება5391706
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა