OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, თორნიკე ერისთავის ქუჩა N29, კორპუსი N4; კორპუსი N5; კორპუსი N6; კორპუსი N7

AR1817415სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 აპრილი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5376975
გადაწყვეტილების თარიღი
21 აპრილი, 2021
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
სოფიო ბერიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
400199370

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.12.003.094
მესაკუთრე
შპს "კ 1" (400199245)
ფართობი
6 039 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1817415
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
14 აპრილი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 აპრილი, 2021ქალაქის პასუხი

    2021 წლის 14 აპრილის №AR1817415 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 14 აპრილის №AR1817415 განცხადებით მომართა სოფიო ბერიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა №113-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.12.12.003.094), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №2, სახლი №7) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 სექტემბრიდან 2021 წლის 21 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია ავტოსადგომების ფართობის (1725.3 კვ.მ.) დაფიქსირება. მისივე განმარტებით, აღნიშნული ავტოსადგომები შეთანხმებულია №5 და №6 სახლების საპროექტო დოკუმენტაციით. სამსახურმა წარმოდგენილი და შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილ ავტოსადგომების ფართობში (1725.3 კვ.მ.) ავტოსადგომების ფართობებთან ერთად შეყვანილია დამხმარე (52.6 კვ.მ), სარდაფის (31.5 კვ.მ.) და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობები (151.6 კვ.მ.), თუმცა სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებაში მითითებულ უნდა იქნას მხოლოდ ავტოსადგომების (580.4 კვ.მ.) და მათთან მისასვლელი სავალი ნაწილის (909.2 კვ.მ) ფართობები. რაც შეეხება -3.10 და -4.10 ნიშნულის გეგმებზე არსებულ სხვა ფართობებს, შესაბამისად უნდა იქნას დაფიქსირებული სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 და 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებებში. ასევე, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილ 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებით შეთანხმებულ -3.10 ნიშნულის გეგმაზე (№5 სახლი) დაემატა დამხმარე ფართობი 52.6 კვ.მ, რომელიც სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებაში (№5 სახლი) ასახული არ არის. ხოლო, წარმოდგენილ მე-6 სახლის გეგმაზე შეცვლილია კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (77.6 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირებულია 77.8 კვ.მ.), ამასთან, ორივე (მე-5 და მე-6 სახლების) გეგმებზე, ექსპლიკაციებში დატანილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობები არ შეესაბამება რეალურ ფართობებს (თითოეულს გეგმაზე, კიბის უჯდერისა და სადარბაზოს ფართობზე საჭიროა კედლის შიდა კონტურის შესაბამისი ფართობის დატანა და ჯამური მაჩვენებელის ექსპლიკაციაში მითითება). აღნიშნული გამოიწვევს კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობის ცვლილებას სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 (მე-6 სახლი) და 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 (მე-5 სახლი) ბრძანებებში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებაში დასაფიქსირებელი ავტოსადგომის ფართობთან დაკავშირებით. 1.2 დააზუსტოს მოთხოვნა სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებაში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.3 დააყენოს მოთხოვნა სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებაში დამხმარე ფართობის 52.6 კვ.მ-ის დამატებასთან და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და საერთო ფართობების დაზუსტებასთან დაკავშირებით. 1.4 წარმოადგინოს გასწორებული მე-5 სახლის -3.10, მე-6 სახლის -4.10 ნიშნულების გეგმები და გაერთიანებული სქემა, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ერთმანეთთან (სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა საჭირო არ არის). 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2021 წლის 14 აპრილის №AR1817415 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 აპრილი, 2021გადაწყვეტილება5376975
  3. 14 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა