OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, კრისტოფერო კასტელის ქუჩა, N 15

AR1824251სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება29 აპრილი, 2021- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5399539
გადაწყვეტილების თარიღი
13 მაისი, 2021
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვასილი ცომაია
დეველოპერი (ს/კ)
205066845

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.042.665
მესაკუთრე
შპს "სპრინგი" -რესტორანი ბეღელი (205066845)
ფართობი
5 440 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1824251
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
29 აპრილი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 მაისი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 67 მუხილის მესამე ნაწილის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ფუნქციური ზონის/ფუნქციური ქვეზონის ან/და განაშენიანების არსებული გარემოს შესაბამისად. ვინაიდან ითხოვთ პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიას, საჭიროა მიწის ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო–სამეურნეო შეიცვალოს არასასოფლო–სამეურნეო ფუნქციით. 2. "არებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის (საპროექტო ტერიტორიის) ტოპოგრაფიული გეგმა, მასშტაბი 1:500 -> ....ტოპოგრაფიული გეგმის pdf ფაილი; არებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის (საპროექტო ტერიტორიის) ტოპოგრაფიული გეგმა, მასშტაბი 1:500 -> ....ტოპოგრაფიული გეგმის CAD ფაილი (AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით)" - ტოპოგრაფიული გეგმაზე დაიტანეთ მისასვლელი გზა. შესაბამისად შეასწორეთ ვექტორული ფაილიც. 3. "არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ....ფოტოსურათების pdf ფაილი" - თქვენს მიერ ატვირთულია ცარიელი ფურცელი. უნდა ატვირთოთ ახალი დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ხედიდან გადაღებული არსებული სიტიუაციის ამსახველი ფოტომასალა, სადაც ფოტოაპარატის მიერ დაფიქსირებული იქნება გადაღების თარიღი. 4. "საინფორმაციო დაფა-ბანერი -> ....საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი" - თქვენს მიერ ატვირთულია ცარიელი ფურცელი. წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-19-ე მუხლის, მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს; გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს; ე) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. გაითვალისწინეთ: საინფორმაციო დაფა რეალურად უნდა იყოს ტერიტორიაზე განთავსებული და საინფორმაციო დაფაზე წარწერები არ უნდა იყოს ტექნიკური მანიპულაციით შესრულებული. 5. "ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ (გარდა II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა) -> განმარტებითი ბარათი" - საჭიროა წარმოადგინოთ ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას) 6. წარმოადგინეთ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დამუშავებული სქემატური გენგეგმა, საპროექტო შენობის განთავსების ჩვენებით, ასევე დანართის შესაბამისად დაიტანეთ განაშენიანების რეგულირების ხაზები და საპროექტო შენობა განათავსეთ მათი დაცვით. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი

    მეტის ჩვენება
  2. 13 მაისი, 2021გადაწყვეტილება5399539 - სხვა
  3. 29 აპრილი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • topo (9).dwg

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა