ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვახუშტი ბატონიშვილის ქუჩა, N 5
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5448766
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 ივნისი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 14 ივლისი, 2020 – 14 ივლისი, 2021
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თემურ კვირცხალია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405194613
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.094.502
- მესაკუთრე
- ვაჰიდ დუსთმოჰამმადი (P/N: *********24 C/N: V15055985)
- ფართობი
- 500 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.094.502საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1827497
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 21 მაისი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 5
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №4997804 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 21 მაისს №AR1827497 განცხადებით მომართა თემურ კვირცხალიამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №4997804 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №4997804 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფ. დიღომი, ქედის ბოლო, №01.72.14.094.502 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 14 ივლისის №5019233 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 14 ივლისიდან 2021 წლის 14 ივლისის ჩათვლით განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №4997804 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, შესაბამისად ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ სურს ტექნიკურ – ეკონომიკურ მაჩვენებლებში 204.5 კვ.მ. დამხმარე ფართობის ნაცვლად კიბის უჯრედის - 61.7 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება, საცხოვრებელ ფართობად 323.1 კვ.მ-ის ნაცვლად 589.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 65.0 კვ.მ-ის ნაცვლად 76.8 კვ.მ-ის, ხოლო, საერთო ფართობად 592.6 კვ.მ-ის ნაცვლად 728.1 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №4997804 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №4997804 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში 204.5 კვ.მ. დამხმარე ფართობის ნაცვლად დაფიქსირდეს კიბის უჯრედის ფართობი - 61.7 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 589.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 76.8 კვ.მ., საერთო ფართობად - 728.1 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №4997804 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №4997804 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №4997804 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 ივნისი, 2021გადაწყვეტილება5448766 - თანხმობა
- 12 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი
- 12 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 9 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი
- 9 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 4 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი
- 4 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 2 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი
- 2 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 21 მაისი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა