OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, N 31ბ

AR1828148სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 მაისი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5437366
გადაწყვეტილების თარიღი
7 ივნისი, 2021
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
17 მაისი, 2021 – 17 ნოემბერი, 2021
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით ელიზბარაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
236089273

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.03.003.027
მესაკუთრე
შპს "ეფ და კო" (200152440)
ფართობი
26 511 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1828148
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
28 მაისი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 7 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406291 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 28 მაისს №AR1828148 განცხადებით მომართა დავით ელიზბარაშვილმა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406291 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406291 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქ თბილისში, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, №31ბ-ში, №01.11.03.003.027 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 17 მაისიდან 2021 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406291 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, საოფისე ფართობად 1067.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1066.2 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 247.3 კვ.მ-ის ნაცვლად 258.5 კვ.მ-ის, სასაწყობე ფართობად 5992.5 კვ.მ-ის ნაცვლად 5976.7 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 387.8 კვ.მ-ის ნაცვლად 404.9 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 7736.1 კვ.მ-ის ნაცვლად 7747.0 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებლის განმარტებით საზაფხულო ფართობი რჩება უცვლელი. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ 0.00 (სასაწყობე შენობის გეგმა) და +4.00 ნიშნულების გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406291 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406291 ბრძანებაში და საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 1066.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 258.5 კვ.მ., სასაწყობე ფართობად 5976.7 კვ.მ., დამხმარე ფართობად 404.9 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად - 7747.0 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406291 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 (სასაწყობე შენობის) და +4.00 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406291 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406291 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 7 ივნისი, 2021გადაწყვეტილება5437366 - თანხმობა
  3. 28 მაისი, 2021ფაილები აიტვირთა
  4. 28 მაისი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა