OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ბ.ხმელნიცკი , N 48

AR1829845სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება3 ივნისი, 2021- სამგორი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5450932
გადაწყვეტილების თარიღი
15 ივნისი, 2021
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
დაწყება: 2 ივნისი, 2021
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ქეთევან ბაბაჯანაშვილი
ორგანიზაცია
51733
დეველოპერი (ს/კ)
401992368

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.11.027.065
მესაკუთრე
რამაზ ნერგაძე (P/N: *********77)
ფართობი
3 600 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1829845
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
3 ივნისი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
12 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 ივნისი, 2021გადაწყვეტილება5450932 - თანხმობა
  2. 15 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 3 ივნისს №AR1829845 განცხადებით მომართა ქეთევან ბაბაჯანაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ბ. ხმელნიცკი, №48-ში, №01.17.11.027.065 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №25 და 2021 წლის 5 მარტის №85 განკარგულებების საფუძველზე, ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 2 ივნისიდან 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი ავტოსადგომის (შიდა) - 295.7 კვ.მ. ფართობის დამატებას. ამასთან, საცხოვრებელ ფართობად 7439.4 კვ.მ-ის ნაცვლად 7437.2 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1177.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1182.3 კვ.მ-ის და საერთო ფართობად 9940.3 კვ.მ-ის ნაცვლად 10238.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ასევე, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად - 912.7 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანებაში შეცდომით დაფიქსირდა მშენებლობის ვადა, კერძოდ “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 2 ივნისიდან 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით” ნაცვლად დაფიქსირდა “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 02 ივნისიდან 2022 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით”. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ +0.00, +3.00 და +45.25 ნიშნულების გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. ამასთან, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 2 მარტის №AR1807567 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 24 თვეზე და სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს გამორჩენილი ავტოსადგომის (შიდა) ფართობი - 295.7 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს - 7437.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1182.3 კვ.მ., საერთო ფართობად - 10238.9 კვ.მ. ასევე, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 912.7 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანებით შეთანხმებული +0.00, +3.00 და +45.25 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 2 ივნისიდან 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით“. 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 5. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 2 ივნისის №5431770 ბრძანებასთან ერთად. 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 14 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი
  4. 14 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 3 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა