ქალაქი თბილისი, ლერწმის ქუჩა, N 3
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5503972
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 ივლისი, 2021
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თეონა კვიკვინია
- დეველოპერი (ს/კ)
- 406288565
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.14.003.016
- მესაკუთრე
- ამხანაგობა "ლერწმის ქ. 46"
- ფართობი
- 1 394 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.14.003.016საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1831409
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 14 ივნისი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 31 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2021 წლის 14 ივნისის №AR1831409 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ ამავე სამსახურის 2020 წლის 18 მარტის №4904576 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №5458495 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ხარვეზები არ იქნა შევსებული. კერძოდ, ლიფტის შახტების ფართობები კვლავ შეყვანილია კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში. ვინაიდან, ლიფტის შახტის ფართობი არ არსებობს (სიცარიელეა), აღნიშნული ფართობი ამოღებულ უნდა იქნას კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობიდან (გარდა -3.85 ნიშნულზე არსებული ფართობისა, რომელიც შედის კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში). ამასთან, -3.85 ნიშნულის გეგმაზე დატანილი პანდუსის ფართობი (119.2 კვ.მ.) არასწორად არის შეყვანილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში. აღნიშნული ფართობი არც ერთი ფუნქციის ფართობში არ შედის. შესაბამისად, ამოღებულ უნდა იქნას კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობიდან. ასევე, +3.80, +6.90, +10.00, +13.10 და +16.20 ნიშნულის გეგმებზე დატანილია როგორც გასწორებული, ასევე ძველი ექსპლიკაციები (დატანილ უნდა იქნას მხოლოდ გასწორებული ექსპლიკაციები, ხოლო დანარჩენი უნდა იქნას წაშლილი). გარდა ზემოაღნიშნულისა, საცხოვრებელ ფართობში კვლავ შეყვანილია კოლონების და საჰაერო შახტების ფართობები. აღნიშნული ფართობებიც ამოღებულ უნდა იქნას საცხოვრებელი ფართობიდან. ამასთან, გეგმებზე ექსპლიკაციებში კ-2-ის საანგარიშო ფართობები არასწორად არის გამოტანილი. აღნიშნული ფართობები შესაბამისობაში უნდა იყოს სამსახურის 2020 წლის 18 მარტის №4904576 ბრძანებით შეთანხმებულ ვექტორული ფაილში ატვირთულ კ-2-ის საანგარიშო კროკებთან. გარდა ამისა, განმეორებითი განცხადებით წარმოდგენილია სამსახურის 2020 წლის 18 მარტის №4904576 ბრძანებით შეთანხმებული გეგმებიც. აღნიშნული გეგმების წარმოდგენა საჭირო არ არის. წარმოდგენილ უნდა იქნას მხოლოდ ის გეგმები რომლებზეც ხდება ფართობების გასწორება, გეგმარების ცვლილების გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დაზუსტებულ იქნას მოთხოვნა საცხოვრებელ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, საჭიროა წარმოდგენილ იქნას სამსახურის 2020 წლის 18 მარტის №4904576 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები ფართობების (მათ შორის ექსპლიკაციების) გასწორებით, გეგმარების ცვლილების გარეშე. ვინაიდან სამსახურის 2021 წლის 18 ივნისის №5458495 ბრძანებას გაეცანით 2021 წლის 18 ივნისს, ხოლო განმეორებითი განცხადება წარმოადგინეთ 2021 წლის 12 ივლისს, ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თქვენი 2021 წლის 14 ივნისის №AR1831409 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 ივლისი, 2021გადაწყვეტილება5503972 - სხვა
- 12 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
- 12 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 11 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა