ქალაქი თბილისი , ქუჩა მექანიზაცია , N 1 , (ნაკვეთი 02/001)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5455265
- გადაწყვეტილების თარიღი
- 17 ივნისი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ომარ ჯაფარიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405285070
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.12.002.001
- მესაკუთრე
- შპს "გასი" (200035292)
- ფართობი
- 3 660 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.12.002.001საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1831440
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 ივნისი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 17 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 11 ივნისს №AR1831440 განცხადებით მომართა ომარ ჯაფარიძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა მექანიზაცია, №1-ში, (ნაკვეთი №02/001), №01.12.12.002.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 21 აპრილიდან 2024 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად 811.0 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი I კომერციული სართულის გეგმა და ღია ავტოსადგომის ფართობის მაჩვენებელი შეადარა ამავე ნიშნულის შეთანხმებულ გეგმას და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში (ექსპლიკაციაზე) არასწორად იქნა დაფიქსირებული ღია ავტოსადგომის ფართობის ჯამური მაჩვენებელი, არასწორი დაჯამების გამო. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ I კომერციული სართულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ამავე გეგმის ექსპლიკაციაზე ხდება ღია ავტოსადგომის ფართობის ჯამური მაჩვენებლის დაზუსტება. ამასთან, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2021 წლის 23 მარტის №AR1813027 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 42 თვეზე და სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2021 წლის 21 აპრილიდან 2024 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე 58 ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს - 811.0 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანებით შეთანხმებული I კომერციული სართულის გეგმა (±0.00 და 0.33) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე I კომერციული სართულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 21 აპრილიდან 2024 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით“. 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 5. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5364523 ბრძანებასთან ერთად. 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 17 ივნისი, 2021გადაწყვეტილება5455265 - თანხმობა
- 16 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი
- 16 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 15 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი
- 15 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 11 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
თანხმობები და ბრძანებები1
- ბრძანება № 5179327 ღია ავტოსადგომებით.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა