OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, თორნიკე ერისთავის ქუჩა N29, კორპუსი N4; კორპუსი N5; კორპუსი N6; კორპუსი N7

AR1832250სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება22 ივნისი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5489448
გადაწყვეტილების თარიღი
6 ივლისი, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
სოფიო ბერიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
400199370

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.12.003.094
მესაკუთრე
შპს "კ 1" (400199245)
ფართობი
6 039 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1832250
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
22 ივნისი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236, 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 და 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 22 ივნისს №AR1832250 განცხადებით მომართა სოფიო ბერიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება შიდა ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.12.003.094 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №2, სახლი №5) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 07 ნოემბრიდან 2020 წლის 07 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.12.12.003.094) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №2, სახლი №6) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 07 აგვისტოდან 2021 წლის 07 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.12.12.003.094) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №2, სახლი №7) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 სექტემბრიდან 2021 წლის 21 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217660 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებაში და ამოღებულ იქნა ავტოსადგომების ფართობი 755.3 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად დაფიქსირდა 3946.2 კვ.მ. ასევე, №6 ბლოკისთვის დაფიქსირდა 23 ღია ავტოსადგომი ფართობით 341.6 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების გადანაწილების სქემა ჩანაცვლდა 2020 წლის 27 ნოემბრის №AR1791428 განცხადებაზე წარმოდგენილი ავტოსადგომების გადანაწილების სქემით. სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217794 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებაში და ამოღებულ იქნა ავტოსადგომების ფართობი 1116.2 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად დაფიქსირდა 3978.6 კვ.მ. ასევე, №5 ბლოკისთვის დაფიქსირდა 23 ღია ავტოსადგომი ფართობით 341.6 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების გადანაწილების სქემა ჩანაცვლდა 2020 წლის 07 დეკემბრის №AR1793121 განცხადებაზე წარმოდგენილი ავტოსადგომების გადანაწილების სქემით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებაში გამორჩენილია შიდა ავტოსადგომების ფართობის დაფიქსირება, რომლებიც მდებარეობს №5 და №6 სახლებში და შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის შესწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 (სახლი №5) და სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 (სახლი №6) ბრძანებებით შეთანხმებულია შიდა ავტოსადგომები საერთო ფართობით 1489.6 კვ.მ და აღნიშნული ავტოსადგომები განკუთვნილია სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებით შეთანხმებული სახლი №7-სთვის. კერძოდ, სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებით (სახლი №5) შეთანხმებული შიდა ავტოსადგომები1065.4 კვ.მ და სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებით (სახლი №6) შეთანხმებული შიდა ავტოსადგომები 424.2კვ.მ. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217660 და სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217794 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომები სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 (სახლი №5) და სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 (სახლი №6) ბრძანებებში და ამოღებულ იქნა შიდა ავტოსადგომების ფართობი (შესაბამისად საერთო ფართობიდანაც), ვინაიდან, აღნიშნული შიდა ავტოსადგომების ფართობი განკუთვნილია სახლი №7-სთვის. წინამდებარე განცხდებაზე წარმოდგენილ იქნა -3.10 (სახლი №5), -4.10 (სახლი №6) ნიშნულების გეგმები და გაერთიანებული სქემა, რომლებზეც დაზუსტდა შიდა ავტოსადგომების და სავალი ნაწილის ფართობები. ასევე აღნიშნული დოკუმენტაცია მოყვანილ იქნა ერთმანეთთან შესაბამისობაში და საჭიროებს ჩანაცვლებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236, 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 და 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებაში და აღნიშნულ ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: “5. სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებით (სახლი №5) შეთანხმებული შიდა ავტოსადგომები (1065.4 კვ.მ.) და სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებით (სახლი №6) შეთანხმებული შიდა ავტოსადგომები (424.2კვ.მ.) განკუთვნილია სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებით შეთანხმებული სახლი №7-სთვის“. სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებით შეთანხმებული (სახლი №5) -3.10 ნიშნულის გეგმა და ავტოსადგომების გაერთიანებული სქემა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით და ავტოსადგომების გაერთიანებული სქემით. სამსახურის 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებით შეთანხმებული (სახლი №6) -4.10 ნიშნულის გეგმა და ავტოსადგომების გაერთიანებული სქემა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით და ავტოსადგომების გაერთიანებული სქემით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019, 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 და 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019, 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 და 2020 წლის 07 აგვისტოს №5056754 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაშ

    მეტის ჩვენება
  2. 6 ივლისი, 2021გადაწყვეტილება5489448 - თანხმობა
  3. 2 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
  4. 2 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 30 ივნისი, 2021ქალაქის პასუხი
  6. 30 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
  7. 22 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა

ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა