OpenCAD
შუალედური

ქალაქი თბილისი, ნოე ხომერიკის ქუჩა, N 6

AR1833967სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 ივნისი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
მეჰმეთ ჰასდოღან
დეველოპერი (ს/კ)
405160374

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.08.074.017
მესაკუთრე
გოჩა კახიანი (P/N: *********28)
ფართობი
349 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1833967
სტატუსი
შუალედური
რეგისტრაცია
24 ივნისი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

ახლა ელოდება
განმცხადებლის პასუხს
ქალაქის ბოლო პასუხი: 12 ივლისი, 2021 (1 960 დღე)
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 12 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2021 წლის 24 ივნისის №AR1833967 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ ამავე სამსახურის 2020 წლის 12 ნოემბრის №5174564 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2021 წლის 01 ივლისის №5482891 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ხარვეზები სრულად არ იქნა შევსებული. კერძოდ, წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილ 0.00 ნიშნულის გეგმაზე კომერციულ ფართობში შეყვანილია დერეფნისა და ტამბურის ფართობები (აღნიშნული ფართობები შედის კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში). ამასთან, ამავე ნიშნულის გეგმაზე და ექსპლიკაციაზე არასწორად არის დატანილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი. ასევე, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს რეალური ფართობი არ არის დატანილი +3.20 ნიშნულის გეგმაზე (იგულისხმება 25.80 კვ.მ. რომელიც არ შეესაბამება ვექტორულ ფაილში მითითებულ ფართობს). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დაზუსტებულ იქნას მოთხოვნა კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, კომერციულ და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, საჭიროა წარმოდგენილ იქნას სამსახურის 2020 წლის 12 ნოემბრის №5174564 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368994 ბრძანებით ჩანაცვლებული) მხოლოდ 0.00 და +3.20 ნიშნულის არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები, რეალური ფართობების დატანით და ექსპლიკაციების გასწორებით, გეგმარების ცვლილების გარეშე. ვინაიდან სამსახურის 2021 წლის 01 ივლისის №5482891 ბრძანებას გაეცანით 2021 წლის 01 ივლისს, ხოლო, განმეორებითი განცხადება წარმოადგინეთ 2021 წლის 09 ივლისს, ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 24 (ოცდაოთხი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თქვენი 2021 წლის 24 ივნისის №AR1833967 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
  3. 9 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა