ქალაქი თბილისი, კალოუბანის ქუჩა, N 41; ქალაქი თბილისი , ქუჩა კალოუბანი , N 40
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5519579
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 ივლისი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მიხეილ გიორგობიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 402067357
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.20.021.099
- მესაკუთრე
- შპს "მოზაიკ დეველოპმენტი" (402067357)
- ფართობი
- 2 761 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.20.021.099საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1834162
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 26 ივნისი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 4 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 09 ივნისის №5441432 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 26 ივნისს №AR1834162 განცხადებით მომართა მიხეილ გიორგობიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 09 ივნისის №5441432 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 09 ივნისის №5441432 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, კალოუბნის ქუჩა №41, ქალაქი თბილისი, ქუჩა კალოუბანი, №40-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.19.20.021.099), მრავალფუნქციური შენობის (სავაჭრო, საცხოვრებელი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ასევე, ძალადაკარგულად გამოცხადდა სამსახურის 2020 წლის 30 მარტის №4915845 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2021 წლის 09 ივნისის №5441432 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე სამსახურის 2021 წლის 14 ივნისის №5448056 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 14 ივნისიდან 2023 წლის 14 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 09 ივნისის №5441432 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 12120.9 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 11273.1 კვ.მ., კომერციული ფართობი 1359.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1260.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 1059.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1074.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 2015.6 კვ.მ-ის ნაცვლად 2043.9 კვ.მ., საერთო ფართობი 19428.5 კვ.მ-ის ნაცვლად 18525.2 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 09 ივნისის №5441432 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 11273.1 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 1260.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 1074.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 2043.9 კვ.მ., საერთო ფართობად: 18525.2 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 09 ივნისის №5441432 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 09 ივნისის №5441432 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 09 ივნისის №5441432 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 ივლისი, 2021გადაწყვეტილება5519579 - თანხმობა
- 23 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
- 22 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 16 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
- 16 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 26 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- კორექტირებული.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა