OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 86

AR1834777სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 ივნისი, 2021- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5585679
გადაწყვეტილების თარიღი
7 სექტემბერი, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი მაზიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
430035927

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.038.712
მესაკუთრე
მურმან დოხნაძე (P/N: *********97)
ფართობი
972 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1834777
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
28 ივნისი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 7 სექტემბერი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 28 ივნისს №AR1834777 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩა №86-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.038.712), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 2 ნოემბრის №5166426 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 2 ნოემბრიდან 2021 წლის 2 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 9 დეკემბრის №5219163 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდ 2293.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 492.4 კვ.მ., საერთო ფართობად 4398.8 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2020 წლის 18 ნოემბრის №AR1788876 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდეს 16 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 223 კვ.მ. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი +0.00 ნიშნულის გეგმა, გენ-გეგმა და ღია ავტოსადგომების ჯამური მაჩვენებელი შეადარა ამავე ნიშნულის შეთანხმებულ +0.00 ნიშნულის გეგმასა და გენ-გეგმას და დაადგინა, რომ +0.00 ნიშნულის გეგმაზე და გენ-გეგმაზე დაფიქსირებულია 16 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 223 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 223 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 223 კვ.მ. 2. სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანებით შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმა (ჩანაცვლებული 2020 წლის 9 დეკემბრის №5219163 ბრძანებით) და გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით და გენ-გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5139005 და 2020 წლის 9 დეკემბრის №5219163 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 7 სექტემბერი, 2021გადაწყვეტილება5585679 - თანხმობა
  3. 6 სექტემბერი, 2021ქალაქის პასუხი
  4. 6 სექტემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 26 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი
  6. 26 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
  7. 9 აგვისტო, 2021ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 9 სექტემბერი, 2021
  8. 19 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
  9. 19 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
  10. 28 ივნისი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

  • 0.00 ნიშნულის გეგმა და გენგეგმა იდენტური ერთმანეთისა და შეთანხმებულისა.pdfგახსნა ↗
  • გეგმა და გენგეგმა იდენტური განახლებული.pdfგახსნა ↗
  • 06.09.2021 გეგმა და გენგეგმა იდენტური განახლებული.pdfგახსნა ↗

სხვა ფაილები1

  • შეთანხმებული პროექტის იდენტური +0.00 სართული.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა