ქალაქი თბილისი , ქუჩა დ. უზნაძე , N 58 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა უშანგი ჩხეიძის , N 17
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5518569
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 ივლისი, 2021
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბაკურ მირიანაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 406057804
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.08.011.042
- მესაკუთრე
- შპს "SAYALI" (406057804) (406057804)
- ფართობი
- 8 776 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.08.011.042საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1835809
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 5 ივლისი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 5 ივლისს AR1835809 განცხადებით მომართა ბაკურ მირიანაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2012 წლის 28 ივნისის №235801 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 28 ივნისის №235801 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ქ. თბილისი, ქუჩა უშანგი ჩხეიძის, №17-ში ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 1 ივლისს შეთანხმებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებული გეგმა. ამასთან, აღნიშნულ ბრძანებაზე თანდართულ მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმაზე დატანილ იქნა საზოგადოებრივი სერვიტუტი (168.0 კვ.მ.). წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2012 წლის 28 ივნისის №235801 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას სერვიტუტის გაუქმების მიზნით. საჯარო რეესტრის საკადასტრო გეგმის (განცხადების რეგისტრაციის: №882009208404, მომზადების თარიღი: 17.07.09 წ.) თანახმად, სამსახურის 2012 წლის 28 ივნისის №235801 ბრძანების გამოცემამდეც საკადასტრო გეგმაზე ფიქსირდებოდა სერვიტუტი. განგიმარტავთ, რომ სამსახურის 2012 წლის 28 ივნისის №235801 ბრძანებით განხორციელდა მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებული გეგმის შეთანხმება. დღევანდელი მდგომარეობით მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების თანახმად, სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს არქიტექტურული პროცესების მართვა – დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამასთან, განგიმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების შესაბამისად, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება დადგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების თაობაზე სამსახურის პოზიციის მომზადება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებაზე მსჯელობა აღარ წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილებას, ამასთან, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს სერვიტუტის გაუქმება, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2012 წლის 28 ივნისის №235801 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან ან ბრძანებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 ივლისი, 2021გადაწყვეტილება5518569 - უარი
- 5 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
თანხმობები და ბრძანებები1
- თელასი თანხმობა ნახაზი.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა