ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , ველოტრეკის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5494792
- გადაწყვეტილების თარიღი
- 9 ივლისი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვასილი ცომაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405461432
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.06.001.248
- მესაკუთრე
- შპს "გრადა პარკი" (405461432)
- ფართობი
- 12 927 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 24 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.06.001.248საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1836134
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 6 ივლისი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 9 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5376768 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 06 ივლისს №AR1836134 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის № 5376768 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისში, დიდი დიღომის დასახლება, ველოტრეკის მიმდებარედ არსებულ №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 4 ბლოკის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5376768 ბრძანებით გაიცა №1 ბლოკის მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 21 აპრილიდან 2024 წლის 21 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5376768 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს „გრადა“ (ს/ნ: №405181244). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5376768 ბრძანებაში ცვლილების შეტანას კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - შპს გრადას (ს/ნ: №405181244) ნაცვლად ახალი მესაკუთრის - შპს გრადა პანორამას (ს/ნ: №405461432) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882021428935, მომზადების თარიღი: 07/06/2021 წ.) ქალაქ თბილისში, დიდი დიღომის დასახლება, ველოტრეკის მიმდებარედ არსებულ №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს გრადა პანორამა (ს/ნ: №405461432). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21048871, მომზადების თარიღი: 19/05/2021 წ.) შპს გრადა პანორამას (ს/ნ: №405461432) დირექტორებს წარმოადგენენ გიორგი ბერუაშვილი (პ/ნ: №01019013522) და დავით მეტივიშვილი (პ/ნ: №09001002806). შპს გრადა პანორამას წესდების/პარტნიორთა შეთანხმების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ საზოგადოებას დირექტორები მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად. შესაბამისად, სამსახურში წარმოდგენილი გიორგი ბერუაშვილის მიერ განმცხადებლის - ვასილი ცომაიას სახელზე გაცემული 2021 წლის 5 ივლისის მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს გრადა პანორამა (ს/ნ: №405461432). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5376768 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს გრადა პანორამა (ს/ნ: №405461432). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის №5376768 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 აპრილის № 5376768 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 9 ივლისი, 2021გადაწყვეტილება5494792 - თანხმობა
- 6 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა