OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , ველოტრეკის მიმდებარედ

AR1836136სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 ივლისი, 2021- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5494944
გადაწყვეტილების თარიღი
9 ივლისი, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვასილი ცომაია
დეველოპერი (ს/კ)
405461432

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.001.248
მესაკუთრე
შპს "გრადა პარკი" (405461432)
ფართობი
12 927 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 24 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1836136
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
6 ივლისი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის №5387056 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 6 ივლისს №AR1836136 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის №5387056 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 27 თებერვლის №4877547 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქი თბილისში, დასახლება დიდი დიღომი, ველოტრეკის მიმდებარედ არსებულ №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 4 (ოთხი) ბლოკის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის №5387056 ბრძანებით გაიცა მე-4 ბლოკის მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 28 აპრილიდან 2024 წლის 28 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის №5387056 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „გრადა“ (ს/ნ: №405181244). წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის №5387056 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს „გრადას“ (ს/ნ: №405181244) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „გრადა პანორამას“ (ს/ნ: №405461432) დაფიქსირება. საჯარო რეესტრი ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: №882021428935, მომზადების თარიღი: 07/06/2021 წ.) თანახმად, №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს შპს „გრადა პანორამა“ (ს/ნ: №405461432). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: №B21048871, მომზადების თარიღი: 19/05/2021 წ.) შპს „გრადა პანორამას“ (ს/ნ: №405461432) დირექტორებს წარმოადგენენ გიორგი ბერუაშვილი (პ/ნ: 01019013522) და დავით მეტივიშვილი (პ/ნ: 09001002806). შპს „გრადა პანორამას“ წესდების/პარტნიორთა შეთანხმების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის შესაბამისად აღნიშნულ საზოგადოებას დირექტორები მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად. შესაბამისად, სამსახურში წარმოდგენილი გიორგი ბერუაშვილის მიერ განმცხადებლის - ვასილი ცომაიას სახელზე გაცემული 2021 წლის 5 ივლისის მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.10.06.001.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „გრადა პანორამა“ (ს/ნ: №405461432), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 28 აპრილის №5387056 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „გრადა პანორამას“ (ს/ნ: №405461432) დაფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის №5387056 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „გრადას“ (ს/ნ: №405181244) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „გრადა პანორამა“ (ს/ნ: №405461432). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის №5387056 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 28 აპრილის №5387056 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში

    მეტის ჩვენება
  2. 9 ივლისი, 2021გადაწყვეტილება5494944 - თანხმობა
  3. 6 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა