ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ფატმანის ქუჩა, N 16
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5525024
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 ივლისი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 4 ივნისი, 2021 – 4 ივნისი, 2023
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თორნიკე შანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405238899
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.035.940
- მესაკუთრე
- შპს "კრეატივ ქონსთრაქშენ" (405238899)
- ფართობი
- 1 149 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.035.940საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1836942
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 15 ივლისი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 15 ივლისს №AR1836942 განცხადებით მომართა თორნიკე შანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, ფატმანის ქუჩა, №16-ში მდებარე №01.72.14.035.940 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 4 ივნისის №5434332 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 4 ივნისიდან 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებიდან შიდა ავტოსადგომის 201.5 კვ.მ. ფართობის ამოღებას. ამასთან, საცხოვრებელ ფართობად 1865.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1853 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 159.7 კვ.მ-ის ნაცვლად 163 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 217.3 კვ.მ-ის ნაცვლად 209.7 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 2444.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2230.7კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე სურს სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი 5 კვ.მ. ხოლო, აღნიშნულ ბრძანებას ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაემატოს ღია ავტოსადგომების ფართობი 200.9 კვ.მ. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს 13 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 200.9 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 2230.7 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 1853 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 163 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 209.7 კვ.მ. ასევე, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი 5 კვ.მ. და აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას შიდა ავტოსადგომების ფართობი 201.5 კვ.მ. 1.2. ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 200.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა +19.80 ნიშნულისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5402047 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 ივლისი, 2021გადაწყვეტილება5525024 - თანხმობა
- 28 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
- 27 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 26 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
- 26 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 13 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა