ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 24ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5517124
- გადაწყვეტილების თარიღი
- 23 ივლისი, 2021
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ჰაქან იავუზ
- დეველოპერი (ს/კ)
- 208194862
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.34.002.203
- მესაკუთრე
- შპს "ჯამ" (208194862)
- ფართობი
- 10 296 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.34.002.203საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1838368
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 16 ივლისი, 2021
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 აგვისტო, 2021ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 7 სექტემბერი, 2021
- 23 ივლისი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე, საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი _ -მოთხოვნის შინაარსი -> ..მოთხოვნის ტექსტი: განმარტეთ საპროექტო ობიექტის ზუსტია ფუნქცია, დანიშნულება. -არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი : წარმოსადგენია უახლესი სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, შორი და ახლო ხედებით, რეალური გადაღების თარიღის დაფიქსირებით. -ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი : დაიტანეთ საპროექტო შეობებს შორის დაშორება და დაშორების შესაბამისი მანძილები. განათავსების სქემაზე დაიტანეთ საპროექტო შენოებებსა და საკადასატრო საზღვრებს შორის მანძილები, გაითვალისწინეთ, რომ დაცული იქნას მიჯნის ზონა. ასევე განმარტეთ არსებული რკინის კონსტრუქციების შესახებ ინფორმაცია, ხდება თუ არა მისი დემონტაჟი (ან სამშენებლოდ გამოყენება). თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით საპროექტო არეალს წარმოადგენს არსებული 11/1 შენობის ადგილი, ზუსტად განმარტეთ ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ და წარმოადგინეთ შესაბამისი განთავსების სქემა. დაცული იქნას სერვიტუტი. -საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №44 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში, კერძოდ ზემოაღნიშნული ცვლილებით, 22-ე მუხლი 61 მუხლის თანახმად ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, 60 მ2 -მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობის ან/და გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობის ახალი მშენებლობისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შეტყობინებას თან უნდა დაერთოს საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით.“ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოადგინეთ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით. განგიმარტავთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სქემა სამსახურის მიერ გადაგზავნილი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში და სააგენტოს მიერ შეთანხმებული სქემა თქვენ მიერ უნდა შეთანხმდეს ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხოლო საბოლოო შეთანხმებული სქემები წერილებთან ერთად წარმოდგემილი იქნას არქიტექტურის სამსახურში. -საპროექტო ობიექტის ფუნქციის გათვალისწინებით საჭიროებისამებრ წარმოდგენილ იქნას / წარმოსადგენი გექნებათ 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“-ს შესაბამისად შესრულებული საპროექტო დოკუმენტაცია განმარტებითი ბარათით და შესაბამისი დეტალური ნახაზებით; წარმოდგენილი იქნას საპროექტო და არსებული ჭრილის ნახაზი, ელემენტების სრულყოფილად ჩვენებით, ნახაზზე დეტალურად ინქას მითითებული ზომები და ნიშნულები. ნახაზზე ასევე ნაჩვენები იქნას კარის ზღურბლიც და დაცული იქნას ზემოთ ხსენებული სტანდარტებით გათვალისწინებული მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე; აღნიშნული რეგლამენტის მიხედვით მოეწყოს პანადუსის მოაჯირებიც; დაცული იქნას მისაწვდომობის სტანდარტები (მინიმალური გასავლელის სიგანეები). -საპროექტო ნაკვეთის სიახლოვეს/მიმდებარედ ფიქსირდება წყალმომარაგების ძირითადი ქსელის შეზღუდვა, საჭიროა წარმოდგენილი იქნას შესაბამისი მესაკუთრის მიერ გაცემული თანხმობა ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით და შესაბამისად დამოწმებული გენგეგმა. ვინაიდან ამ ეტაპზე სამსახური საკითხს სრულად ვერ განიხილავს და სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს, შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტებისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, საკითხის ხელახლა განხილვისას, მოთხოვნილი სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობისა და ახალი გარემოებების გათვალისწინებით გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გეცნობებათ დამატებით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 23 ივლისი, 2021გადაწყვეტილება5517124
- 16 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 16 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
- 16 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა