OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ალ. ყაზბეგის გამზირი N34-ის შიდა კვარტალში, 101-ე სკოლის მოპირდაპირედ (ნაკვეთი N2); ქალაქი თბილისი , ალ. ყაზბეგის გამზირი N34-ის შიდა კვარტალში N101 სკოლის მოპირდაპირედ, (ნაკვეთი N4) ; ქალაქი თბილისი , ალ. ყაზბეგის N34-ის , შიდა კვარტალში , N101 სკოლის მოპირდაპირედ , (ნაკვეთი N3)

AR1840843სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 ივლისი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5534865
გადაწყვეტილების თარიღი
4 აგვისტო, 2021
შედეგი
უარი
მშენებლობის ვადა
21 ივლისი, 2021 – 21 ივლისი, 2023
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნინო ფარცხალაძე
დეველოპერი (ს/კ)
405137766

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.03.042.416
მესაკუთრე
ცისანა ქობულაძე (P/N: *********20)
ფართობი
1 800 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1840843
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
28 ივლისი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 4 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 28 ივლისს №AR1840843 განცხადებით მომართა ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 21 ივლისის №5509652 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 21 ივლისის №5509652 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.03.042.416 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 21 ივლისიდან 2023 წლის 21 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 ივლისის №5509652 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია ავტოსადგომის ფართობი და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდეს 857.09 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობად 5526.85 კვ.მ-ის ნაცვლად 6383.94 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 47-ე მუხლის მიხედვით, არქიტექტურული პროექტი ასევე უნდა მოიცავდეს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით (გარდა II კლასის შენობა-ნაგებობებისა), ასევე საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე (გარდა 6000 კვ. მ-ზე ნაკლები ფართობის შენობა- ნაგებობების მშენებლობის ან/და ღამის კლუბის, სასაწყობო, საწარმოო და სამრეწველო ობიექტების, მუზეუმის, ბიბლიოთეკის, საკულტო ნაგებობისა) დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 21 ივლისის №5509652 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში შენობა-ნაგებობის საერთო ფართობად დაფიქსირებულია 5526.85 კვ.მ. მოცემულ შემთხვევაში ავტოსადგომების ფართობის დამატებით შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი გადააჭარბებს 6000 კვ.მ-ს და როგორც ზემოთ აღინიშნა საჭიროებს ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ავტოსადგომების ფართობის დამატებით შენობა-ნაგებობის საერთო ფართობი გადააჭარბებს 6000 კვ.მ-ს (საჭიროებს ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე) და ასეთ შემთხვევაში, საჭიროა სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილება (კორექტირება). შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 21 ივლისის №5509652 ბრძანებაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 4 აგვისტო, 2021გადაწყვეტილება5534865 - უარი
  3. 28 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა