OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის I შესახვევი N10; ჩანტალძის პირველი შესახვევიN 10

AR1841413სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 ივლისი, 2021- ორხევი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5540267
გადაწყვეტილების თარიღი
9 აგვისტო, 2021
შედეგი
უარი
მშენებლობის ვადა
8 თვე
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით ონიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
204557121

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.17.001.044
მესაკუთრე
შპს "დიპლომატ ჯორჯია" (204557121)
ფართობი
20 000 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1841413
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
30 ივლისი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 30 ივლისს №AR1841413 განცხადებით მომართა დავით ონიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 01 ივლისის №5481795 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 01 ივლისის №5481795 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩის I შესახვევი №10-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.17.001.044) ოფისის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 01 ივლისიდან 2022 წლის 01 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 01 ივლისის №5481795 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა და შესაბამისად ითხოვს აღნიშნულის შესწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2020 წლის 01 ივნისის №AR1751280 განცხადებაზე წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების პროექტში და მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკში მშენებლობის ვადად მითითებული იყო 8 თვე. გაცნობებთ, რომ №5481795 ბრძანება გამოცემულია 2021 წლის 01 ივლისს, მშენებლობის ვადაც განსაზღვრულია 2021 წლის 01 ივლისიდან 2022 წლის 01 მარტის ჩათვლით (მოთხოვნის შესაბამისად 8 თვით). შესაბამისად, სამსახურის 2021 წლის 01 ივლისის №5481795 ბრძანებით სწორად განისაზღვრა მშენებლობის ვადა 8 თვით. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამსახურის 2021 წლის 01 ივლისის №5481795 ბრძანება არ შეიცავს ტექნიკურ შეცდომას მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში, შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 01 ივლისის №5481795 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. აქვე გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ გსურთ მშენებლობის ვადის ცვლილება საჭიროა მოთხოვნა დააყენოთ სამსახურის ოფიციალურ ვებ.გვერდზე (www.tas.ge) შემდეგი ნომენკლატურით ელექტრონული განაცხადები - მშენებლობის ნებართვა - ადმინისტრაციული - საქმიანი ობიექტები - ოფისი განსაზღვროთ შენობის პარამეტრები, ქმედებებში აირჩიოთ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, ხოლო ქვექმედებებში - ვადაგაუსვლელი. განცხადების დარეგისტრირებისას პროგრამა pdf ფაილის სახით ავტომატურად განგისაზღვრავთ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას. სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და პასუხი გეცნობებათ კანონით დადგენილ ვადაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 აგვისტო, 2021გადაწყვეტილება5540267 - უარი
  3. 30 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა
  4. 30 ივლისი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა