OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ვარკეთილი-2-სა და ვაზისუბნის საცხ. რაიონს შორის, (ნაკვ. 14/140)

AR1843185სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 აგვისტო, 2021- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5569718
გადაწყვეტილების თარიღი
27 აგვისტო, 2021
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
4 ნოემბერი, 2020 – 4 იანვარი, 2021
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით ჭუმბურიძე
დეველოპერი (ს/კ)
406232036

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.36.014.593
მესაკუთრე
იზა ჩალაძე (P/N: *********33)
ფართობი
14 457 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1843185
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
9 აგვისტო, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №5149079 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 09 აგვისტოს №AR1843185 განცხადებით მომართა დავით ჭუმბურიძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №5149079 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №5149079 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვარკეთილი-2-სა და ვაზისუბნის საცხ. რაიონს შორის (ნაკვ. 14/140) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.36.014.593) შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი 1, ბლოკი „დ“) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 04 ნოემბრის № 5169807 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 ნოემბრიდან 2021 წლის 04 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №5149079 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ დამხმარე 35.38 კვ.მ., ფართობის ამოღებას ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებიდან. ასევე, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 3386.9 კვ.მ-ის ნაცვლად 3381.51 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 355.6 კვ.მ-ის ნაცვლად 355.58 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 678.5 კვ.მის ნაცვლად 698.29 კვ.მ-ის, სასაწყობე ფართობად 642.11 კვ.მ-ის ნაცვლად 674.97 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 5098.49 კვ.მ-ის ნაცვლად 5110.35 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №5149079 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №5149079 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 5110.35 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 3381.51 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 355.58 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 698.29 კვ.მ., სასაწყობე ფართობად 674.97 კვ.მ., ასევე, სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №5149079 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას დამხმარე ფართობი 35.38 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №5149079 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა +21.50 ნიშნულის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №5149079 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 ოქტომბრის №5149079 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 აგვისტო, 2021გადაწყვეტილება5569718 - თანხმობა
  3. 25 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი
  4. 25 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 23 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი
  6. 23 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
  7. 21 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი
  8. 21 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
  9. 18 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი
  10. 18 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
  11. 9 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები4

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა