OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა, N 66

AR1844293სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 აგვისტო, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5565803
გადაწყვეტილების თარიღი
25 აგვისტო, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კობა გოგრიჭიანი
დეველოპერი (ს/კ)
406095130

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.12.002.045
მესაკუთრე
შპს "ბინექს" (406095130)
ფართობი
2 628 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1844293
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 აგვისტო, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
11 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 14 აგვისტოს №AR1844293 განცხადებით მომართა კობა გოგრიჭიანმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა, №66-ში მდებარე №01.12.12.002.045 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 ივნისიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 5 აგვისტოს №5536968 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში და ჩანაცვლდა აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა განმცხადებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებით შეთანხმებულ +57.30 ნიშნულის გეგმაზე ბინაზე №115-ის ნაცვლად უნდა იყოს მითითებული №117. შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ნიშნულის ჩანაცვლებას ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882020895244, მომზადების თარიღი: 25/11/2020 წ.) თანახმად, №01.12.12.002.045.03.117 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული №117 ბინის ფართობი შეადგენს 60.50 კვ.მ-ს. ხოლო, წარმოდგენილი +57.30 და +60.60 ნიშნულების გეგმების მიხედვით №117 ბინის ფართობი წარმოადგენს 113.9 (53.5+6.1+54.4) კვ.მ. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ვინაიდან აღნიშნული ბინის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს ლიანა როსტიაშვილი, წარმოდგენილ იქნა მის მიერ 2021 წლის 24 აგვისტოს გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა, რომლითაც ლიანა როსტიაშვილი ადასტურებს №117 ბინის (ს/კ: №01.12.12.002.045.03.117) ფართობის 113.9 კვ.მ-მდე გაზრდის შესაძლებლობას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ +57.30 ნიშნულის გეგმაზე საცხოვრებელი ბინაზე ტექნიკური შეცდომის შედეგად №117-ის ნაცვლად არასწორად მიეთითა №115. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +57.30 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 და 2021 წლის 5 აგვისტოს №5536968 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 25 აგვისტო, 2021გადაწყვეტილება5565803 - თანხმობა
  3. 24 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი
  4. 24 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 14 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
  6. 14 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა