OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა ლეონიძე (ყოფ. კიროვი), N 2/გ.ტაბიძე N1 , (ნაკვეთი N74/13)

AR1844629რეკონსტრუქციასხვა დანიშნულება17 აგვისტო, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5560513
გადაწყვეტილების თარიღი
23 აგვისტო, 2021
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექა სუჯაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
204504161

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.05.074.013.01.501
მესაკუთრე
შპს "ბიზნეს ცენტრი ტაბიძის N1" (204504161)
ფართობი
294 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1844629
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
17 აგვისტო, 2021
სახეობა
რეკონსტრუქცია

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 23 აგვისტო, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული 2021 წლის 17 აგვისტოს AR1844629 განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, ლეონიძის ქ. N2/ტაბიძის ქ. N1-ში არსებულ შენობაზე შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის საკითხს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილების თანახმად საკითხი განხილული იქნა ქ. თბილისის უნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე (ოქმი N27, 19.08.2021წ), რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს მიეცა დადებითი შეფასება, რეკომენდაცია: სარეკლამო აბრა მოეწყოს მოცულობითი ასოებით. ხის ძელაკების დეკორატიული კონსტრუქციის გაჩენა არსებულ შენობაზე არ არის სასურველი. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1. გათვალისწინებულ იქნას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაცია და წარმოდგენილ იქნას განახლებული დოკუმენტაცია. აღნიშნულის შესაბამისად ასევე ამოღებულ იქნას ნომენკლატურა: „ შენობა-ნაგებობის ფასადზე მცირე ზომის არქიტექტურული ელემენტების, კონსტრუქციების და ტექნიკური საშუალებების მოწყობა ან დემონტაჟი > რეკონსტრუქცია“, რისთვისაც გირთავთ ნომენკლატურის ცვლილების ღილაკს. 2. ..ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი : -სარეკლამო აბრა საჭიროა მოწყობილ იქნას მოცულობითი ასოებით, ფონის გარეშე. -წარმოდგენილ იქნას ასევე არსებული გეგმის ფრაგმენტი. გგმებზე დატანილ იქნას საკადასტრო საზღვარი. -პანდუსზე დატანილ იქნას ნიშნულები, ასევე სრულად იქნას მითითებული ბაქნის ზომები, ნორმასთან დაკავშირებით გათვალისწინებულ იქნას "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები". -ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. წარმოსადგენია ახალი ფოტომონტაჟი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეტალურად გაბარიტული ზომებისა და მასალის მითითებით გამოტანილი ხაზის მეშვეობით. გაითვალისწინეთ, ცალკე წარმოადგინეთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადის საანგარიშო ზედაპირი და მასზე განსათავსებელი სარეკლამო აბრების ზომები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფასადის 20 %–ს. -პანდუსის მოწყობასთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნას ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა. 3. წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულება ითვალსწინებს მესაკუთრის წინასწარ თანხმობას სარეკლამო აბრის განთავსებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, ხდება ფასადის რეკონსტრუქცია და პანდუსის მოწყობა, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს, მესაკუთრის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობა მიმდინარე განცხადებით მოთხოვნილ სამუშაოებთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. აქვე გაცნობებთ, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე სრულად ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მხრიდან არ მოხდება სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზების სრულყოფილად გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა, აღნიშნული განაცხადი დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 23 აგვისტო, 2021გადაწყვეტილება5560513
  3. 17 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა