ქალაქი თბილისი , ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ
- საერთო ფართობი
- 6 167 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 6 978,8 მ²
- საცხოვრებელი ფართობი
- 2 399,5 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 1 570 მ²
- სიმაღლე
- 25,5 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 7,5 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 22 590 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5608334
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 სექტემბერი, 2021
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- შოთა ჯავახიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405343711
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- შოთა ჯავახიშვილი
- პირადი ნომერი
- *********83
- ორგანიზაცია
- შპს ლისი საიდი
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 405343711
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- თენგიზი კვანტალიანი
- პირადი ნომერი
- *********40
- ორგანიზაცია
- შპს. 109 გრადუსი
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 405061016
- თანაავტორები
- სახელი
- დარეჯან შათაშვილი; ნიკა ქსოვრელი; პავლე მაისურაძე; ქეთევან მელაშვილი
- სპეციალისტიკორექტირებული პროექტის მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- სახელი
- ლ. ალავერდაშვილი
- სპეციალისტიIII კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთ
- სახელი
- ირაკლი კვარაცხელია
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.18.011.115
- მესაკუთრე
- შპს " ლისი საიდი" (405343711)
- ფართობი
- 1 570 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.18.011.115საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1845315
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 25 აგვისტო, 2021
- სახეობა
- შეთანხმებული პროექტის ცვლილება
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 28 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 სექტემბერი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 00. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500.:-> მიწის ნაკვეთის გეგმაზე ნაჩვენებია საზღვრებს გარეთ სამუშაოები, სადაც ვრცელდება სატყეო ზონა. გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურისა. სამუშაოები ამოღებულ იქნას გენ-გეგმიდან და ყველა სხვა დოკუმენტაციიდან. 1. წრამოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საპროექტო ობიექტი განეკუთვნება IV კლასს(განაშენიანებითა და სიმაღლით), შესაბამისად, გირთავთ ნომენკლატურის ცვლილების ღილაკს. 2. კორექტრებული პროექტს განმარტებითი ბარათი. -> .განმარტებითი ბარათი.: -> დეტალურად განიმარტოს კორექტირებული სამუშაოების შესახებ. 3. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .განაშენიანების ფართობი (კვ.მ).:-> ვექტორულ ფაილში წარმოდგენილ კროკებს მიუთითეთ ფართობები. 4. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .0.00 ნიშნულის ქვევით (მ).:-> ველში მიუთითეთ ჭრილზე დატანილი მაქსიმალური ჩაღრმავება. 5. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში). : წარმოდგენილ კროკებზე დაიტანეთ ცალცე სააფხულო სივრცეების ფართობები და ასევე მათი 1/3. 6. კორექტირებული პროექტის ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები. -> .ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედების pdf ფაილი (ზომების და ნიშნულების ჩვენებით).:-> სწორად დაიტანეთ ნიშნულები, ჭრილზე მითითებულის შესაბამისად. 7. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : დაკორექტირდეს დადგენილი ხარვეზების შესაბამისად. 8. III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების არქიტექტურული ნაწილების შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის - შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტთან -> .საექსპერტო შეფასების pdf ფაილი.:-> დაკორეტირდეს შენობს მაქსიმალური სიმაღლე. 9. კორექტირებული პროექტის მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი. -> .მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილი.: გრაფიკი გაიწეროს მხოლოდ ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამისად. 10. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი -> .მოსაკრებელის რიცხვითი მაჩვენებელი: გადამოწმდება კ2 კოეფიციენტის დაზუსტების შემდგომ. რეკომენდაციის სახით გაცნობებთ, რომ უნდა გადაიხადოთ ნამატი ფართის მოსაკრებელი, კვადრატულზე 4 (ოთხი) ლარის ოდენობით. 11. წარმოდგენილ იქნას საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელგაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, წყალმომარაგების და წყალარინების) სქემები, კორექტირებული გეგმებისა და დამატებული სართულის შესაბამისად. 12. განგიმარტავთ: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული სქემა შედგება ტექსტური და გრაფიკული ნაწილისაგან, სადაც განსაზღვრულია შენობა-ნაგებობების ძირითადი მზიდი კონსტრუქციული ელემენტების გაბარიტული ზომები; საძირკვლის, გადახურვის და ვერტიკალური ელემენტების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები) ტიპი; შენობა-ნაგებობის სიმტკიცეზე, მდგრადობაზე და დეფორმაციაზე გაანგარიშების საწყისი მონაცემები (მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, სიხისტეები, სტატიკური და დინამიკური დატვირთვების მნიშვნელობები), სივრცითი ანგარიშისათვის გამოყენებული კომპიუტერული საანგარიშო კომპლექსის დასახელება და გაანგარიშებათა შედეგები (ილუსტრირებული დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, გადაადგილება და რხევის პერიოდი), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამისი და ამავე კონსტრუქციულ სქემაში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის/რეგლამენტების მოთხოვნებს. ხოლო, კონსტრუქციული პროექტი უნდა მოიცავდეს კონსტრუქციული სქემით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას დაზუსტებული, დაკონკრეტებული სახით და იძლეოდეს მშენებლობის განხორციელებისთვის ამომწურავ ინფორმაციას. კონსტრუქციული პროექტი დამატებით უნდა მოიცავდეს: ა) ფუძის მოწყობის, საძირკვლის და გადახურვის ძირითად ნახაზებს (ვერტიკალური მზიდი კონსტრუქციების ტიპების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები და ა. შ.), ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომების, გადახურვის ზედაპირის ვერტიკალური ნიშნულების ჩვენებით); ბ) ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს; გ) კონსტრუქციული ელემენტების, დეტალების და სამშენებლო მასალების სპეციფიკაციას. -- კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება: წარმოადგინეთ ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასება. ასევე წარმოადგინეთ ექსპერტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მონაცემები (გაითვალისწინეთ, რომ ექსპერტს უნდა გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება). 13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა 2021 წლის 23 ივლისის N316 განკარგულების ,,ვ'' პუნქტის შესაბამისად საჭიროა წარმოადგინოთ სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს/პირის მომზადებული დასკვნა, რომლითაც დადასტურებული იქნება, რომ გამოყენებული ხელშემწყობი ღონისძიებები არ იქონიებს გავლენას არსებული შენობა-ნაგებობის მდგრადობასა და უსაფრთხოებაზე. 14. №5307919 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტისა და კალენდარული გრაფიკის გათვალისწინებით, მშენებლობის ნებართვის გაცემიდან უნდა განხორციელებულიყო მშენებლობის რამდენიმე ეტაპი, ხოლო სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის თითოეული ეტაპი ნებართვის მფლობელს უნდა ეცნობებინა საჯარო ზედამხედველობის ორგანოსათვის მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი იქნას მუნიციპალურ ინსპექციაში წარდგენილი წერილები რომლითაც ეცნობათ თქვენ მიერ შესრულებული მშენებლობის ეტაპების დასრულების თაობაზე №5307919 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელებულა საჯარო ზედამხედველობის ორგანოსათვის შეტყობინების სახით მიმართვა კალენდარული გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოდგენილი იქნას შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი. არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 სექტემბერი, 2021გადაწყვეტილება5608334 - სხვა
- 24 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
- 24 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
- 24 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
- 23 აგვისტო, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები9
სხვა ფაილები12
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა