OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გ. ჭყონდიდელის ქუჩა , N 22

AR1855213სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 ოქტომბერი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5678713
გადაწყვეტილების თარიღი
10 ნოემბერი, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კობა გოგრიჭიანი
დეველოპერი (ს/კ)
406095130

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.12.024.195
მესაკუთრე
შპს "ბინექს" (406095130)
ფართობი
5 000 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1855213
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
8 ოქტომბერი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 თებერვლის №5255483 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 08 ოქტომბერს №AR1855213 განცხადებით მომართა კობა გოგრიჭიანმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 10 თებერვლის №5255483 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 10 თებერვლის №5255483 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გ. ჭყონდიდელის ქუჩა №22-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.12.12.024.195) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 10 თებერვლიდან 2021 წლის 10 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 22 აპრილის №5378528 და 2021 წლის 30 ივლისის №5528136 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 თებერვლის №5255483 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა საზაფხულო ფართობი: 841.01 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად დაფიქსირდა: 7470.3 კვ.მ. ამასთან, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -6.10, -3.15 და +33.80 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2021 წლის 13 აპრილის №AR1817303 და 2021 წლის 01 ივლისის №AR1835278 განცხადებებზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 თებერვლის №5255483 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ფაილის მიმაგრების ველში ატვირთული მაჩვენებლების მიხედვით საზაფხულო ფართობი 841.01 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1039.56 კვ.მ., დამხმარე ფართობი 253.89 კვ.მ-ის ნაცვლად 16.99 კვ.მ., სპორტული მოედნის ფართობი 175.9 კვ.მ-ის ნაცვლად 216.92 კვ.მ., საერთო ფართობი 7470.3 კვ.მ-ის ნაცვლად 7472.97 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 თებერვლის №5255483 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს: 1039.56 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 16.99 კვ.მ., სპორტული მოედნის ფართობად: 216.92 კვ.მ., საერთო ფართობად: 7472.97 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 თებერვლის №5255483 ბრძანებით შეთანხმებული (მათ შორის, სამსახურის 2021 წლის 22 აპრილის №5378528 ბრძანებით ჩანაცვლებული) -3.15 და 0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 თებერვლის №5255483 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 თებერვლის №5255483, 2021 წლის 22 აპრილის №5378528 და 2021 წლის 30 ივლისის №5528136 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 ნოემბერი, 2021გადაწყვეტილება5678713 - თანხმობა
  3. 8 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი
  4. 8 ნოემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 2 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი
  6. 27 ოქტომბერი, 2021ქალაქის პასუხი
  7. 26 ოქტომბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  8. 22 ოქტომბერი, 2021ქალაქის პასუხი
  9. 21 ოქტომბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  10. 8 ოქტომბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  11. 8 ოქტომბერი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა