OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა, N 1ა

AR1855256სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება16 ნოემბერი, 2021- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5742206
გადაწყვეტილების თარიღი
24 დეკემბერი, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით გიორგაძე
დეველოპერი (ს/კ)
400177642

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.035.802
მესაკუთრე
შპს ჯი-ბი-ჯი (400177642)
ფართობი
2 673 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1855256
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
16 ნოემბერი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 დეკემბერი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 08 ოქტომბერს №AR1855256 განცხადებით მომართა დავით გიორგაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.035.802), მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 27 მაისის №4517782 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 27 მაისიდან 2020 წლის 27 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 01 ივლისის №4568394 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ამასთან, სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2019 წლის 25 ივნისის №AR1690198 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით, 0.00 ნიშნულის გეგმაზე გათვალისწინებულია 13 ღია ავტოსადგომი (210.25 კვ.მ.), რომელიც ზემოაღნიშნულ ბრძანებაში დაფიქსირებული არ არის. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ღია ავტოსადგომების ფართობის სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანებაში დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს 13 ღია ავტოსადგომი და მათი ჯამური ფართობი შეადგენს 210.25 კვ.მ-ს. ამასთან, 0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება და ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 210.25 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა (სამსახურის 2019 წლის 01 ივლისის №4568394 ბრძანებით ჩანაცვლებულის გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 13 მაისის №4496066 და 2019 წლის 01 ივლისის №4568394 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 24 დეკემბერი, 2021გადაწყვეტილება5742206 - თანხმობა
  3. 22 დეკემბერი, 2021ქალაქის პასუხი
  4. 20 დეკემბერი, 2021ქალაქის პასუხი
  5. 20 დეკემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  6. 15 დეკემბერი, 2021ქალაქის პასუხი
  7. 15 დეკემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  8. 16 ნოემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  9. 1 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი
  10. 8 ოქტომბერი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა