OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, კვირაცხოვლის ქუჩა, N 84

AR1856370სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 ოქტომბერი, 2021- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5668374
გადაწყვეტილების თარიღი
3 ნოემბერი, 2021
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
22 ოქტომბერი, 2021 – 22 ივნისი, 2023
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ცოტნე ომსარაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
400105569

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.034.453
მესაკუთრე
შპს "ლომისა" (204881798)
ფართობი
1 000 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1856370
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
24 ოქტომბერი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
10 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის №5632260 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 24 ოქტომბერს №AR1856370 განცხადებით მომართა ცოტნე ომსარაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის №5632260 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის №5632260 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩა №84-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.034.453), ავტოსერვისის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 22 ოქტომბრის №5648367 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 22 ოქტომბრიდან 2023 წლის 22 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის №5632260 ბრძანებით შეთანხმებულ „გ-ა“ ფასადზე და ღიობების სპეციფიკაციაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ღიობების ზომებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი „გ-ა“ ფასადი და ღიობების სპეციფიკაცია შეადარა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, „გ-ა“ ფასადი არ იცვლება, ხდება მხოლოდ ღიობების ზომების დაზუსტება და შეთანხმებულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის №5632260 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული „გ-ა“ ფასადი და ღიობების სპეციფიკაცია ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი „გ-ა“ ფასადით და ღიობების სპეციფიკაციით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის №5632260 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 11 ოქტომბრის №5632260 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 ნოემბერი, 2021გადაწყვეტილება5668374 - თანხმობა
  3. 2 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი
  4. 2 ნოემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  5. 24 ოქტომბერი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა