OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, დიდი დიღმის დასახლება, III მიკრო/რაიონი, N 19 ა

AR1858238სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 ოქტომბერი, 2021- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5665504
გადაწყვეტილების თარიღი
2 ნოემბერი, 2021
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ასათიანი
დეველოპერი (ს/კ)
402037915

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.08.005.130
მესაკუთრე
,,ბინა-ერთეულების მესაკუთრეები''
ფართობი
2 172 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 19 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1858238
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
26 ოქტომბერი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი

    2021 წლის 26 ოქტომბრის №AR1858238 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 26 ოქტომბერს №AR1858238 განცხადებით მომართა ირაკლი ასათიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4222877 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4222877 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.08.005.130 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 07 ნოემბრის №4253062 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 7 ნოემბრიდან 2019 წლის 7 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 01 თებერვლის №5270332 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4222877 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა საერთო ფართობი: 5870.5 კვ.მ., ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 584.2 კვ.მ. და ავტოსადგომის ფართობი: 520.7 კვ.მ. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4222877 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად 3601.1 კვ.მ-ის ნაცვლად 3598.7 კვ.მ-ის., კომერციულ ფართობად 321.5 კვ.მ-ის ნაცვლად 385.8 კვ.მ-ის., საზაფხულო ფართობად 843.0 კვ.მ-ის ნაცვლად 315.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 5870.5 კვ.მ-ის ნაცვლად 5404.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განგიმარტავთ, რომ კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, ასევე, ავტოსადგომის ფართობები, სამსახურის 2021 წლის 01 თებერვლის №5270332 ბრძანებით უკვე დამატებულ იქნა სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4222877 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. ამასთან, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დგინდება, რომ საცხოვრებელ და კომერციულ ფართობებში შეყვანილია კოლონების და სავენტილაციო შახტების ფართობები. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. წარმოადგინოს სამსახურის 2018 წლის 19 ოქტომბრის №4222877 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), რომლებზეც საცხოვრებელი და კომერციული ფართობები დატანილი იქნება სავენტილაციო შახტების და კოლონების ფართობების გამოკლებით. 1.2. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, კომერციულ და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2021 წლის 26 ოქტომბრის №AR1858238 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 2 ნოემბერი, 2021გადაწყვეტილება5665504 - სხვა
  3. 25 ოქტომბერი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

  • დაზუსტებული ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლები..pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა