ქალაქი თბილისი, კრწანისის I ჩიხი, N 2ბ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5672883
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 ნოემბერი, 2021
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გელა კაპანაძე
- ორგანიზაცია
- 33297
- დეველოპერი (ს/კ)
- 406282240
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.06.018.104
- მესაკუთრე
- შპს "პილარ ჯგუფი - კრწანისი" (406282240)
- ფართობი
- 903 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.06.018.104საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1859096
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 29 ოქტომბერი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი
2021 წლის 29 ოქტომბრის №AR1859096 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 29 ოქტომბერს №AR1859096 განცხადებით მომართა გელა კაპანაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5369030 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5369030 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, კრწანისის I ჩიხი, 2ბ-ში მდებარე №01.18.06.018.104 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №5418413 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 24 მაისიდან 2024 წლის 24 მაისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5369030 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 2754.1 კვ.მ-ის ნაცვლად 2755.4 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 339.9 კვ.მ-ის ნაცვლად 340.1 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 583.3 კვ.მ-ის ნაცვლად 545.2 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 233.1 კვ.მ-ის ნაცვლად 254.3 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 932.8 კვ.მ-ის ნაცვლად 932.6 კვ.მ-ის და საერთო ფართობად 4843.2 კვ.მ-ის ნაცვლად 4827.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საცხოვრებელ, კომერციულ, საზაფხულო და ავტოსადგომის ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონებისა და საჰაერო შახტების ფართობები. ამასთან, დამხმარე ფართობები არ არის დაფიქსირებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამოუკიდებლად, მაგ: -1 სართულის გეგმაზე მდებარე ავტოსაშხეფისა და ტუმბოს ოთახები. ამასთან, გეგმებზე კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობები არ არის დატანილი, შესაბამისად საჭიროა დაფიქსირებულ იქნეს მათი ფართობები, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ფართობში არ უნდა იანგარიშოთ ლიფტის შახტის ფართობი (გარდა -5.700 ნიშნულის გეგმაზე არსებულისა). ამასთან, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობებში არ იანგარიშება ლიფტის სამანქანე, აღნიშნული დამხმარე ფართობში უნდა ჩაითვალოს. ამასთან, საჭიროა აღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ექსპლიკაციაზე გამოტანა. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობის დამატებასთან, ასევე საცხოვრებელ, კომერციულ, საზაფხულო, ავტოსადგომისა და საერთო ფართობებთან, ამასთან საჭიროების შემთხვევაში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს 2021 წლის 15 აპრილის №5369030 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე), გეგმებზე და ექსპლიკაციებზე გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2021 წლის 29 ოქტომბრის №AR1859096 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 ნოემბერი, 2021გადაწყვეტილება5672883 - სხვა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა