OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქუჩა, N 11

AR1860447სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება4 ნოემბერი, 2021- დიდუბე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5673012
გადაწყვეტილების თარიღი
8 ნოემბერი, 2021
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზაურ გაბაიძე
დეველოპერი (ს/კ)
202424313

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.08.039.106
მესაკუთრე
შპს "ზოდი პლიუსი" (202424313)
ფართობი
4 001 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1860447
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
4 ნოემბერი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 8 ნოემბერი, 2021გადაწყვეტილება5673012 - თანხმობა
  2. 8 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 2 ოქტომბრის №5124637 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 4 ნოემბერს №AR1860447 განცხადებით მომართა ზაურ გაბაიძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 2 ოქტომბრის №5124637 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 8 ნოემბრის №4255555 ბრძანებით, მრავალფუნქციური შენობის (სავაჭრო-საოფისე) B და C ბლოკების მშენებლობის ვადის გასვლის გამო, გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 8 ნოემბრიდან 2020 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 2 ოქტომბრის №5124637 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 8 ნოემბრის №4255555 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2022 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2020 წლის 2 ოქტომბრის №5124637 ბრძანებაში არასწორად არის განსაზღვრული მშენებლობის ვადა, კერძოდ „2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2022 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2021 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით“. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 26 სექტემბრის №AR1776120 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 24 თვეზე და სამსახურის 2020 წლის 2 ოქტომბრის №5124637 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2022 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 2 ოქტომბრის №5124637 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 2 ოქტომბრის №5124637 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 8 ნოემბრის №4255555 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2022 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.".“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 2 ოქტომბრის №5124637 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2020 წლის 2 ოქტომბრის №5124637 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 4 ნოემბერი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა