ქალაქი თბილისი , სარაჯიშვილის გამზირი N3 (ყოფ. ავჭალის გზატკეცილი N65)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5691916
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 ნოემბერი, 2021
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დომენტი მაისურაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 209444065
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.05.036.012.01.505
- მესაკუთრე
- ს.ს. "სარაჯიშვილი" (209444065)
- ფართობი
- 134 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.05.036.012.01.505საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1861745
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 11 ნოემბერი, 2021
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი: 1. წარმოსადგენია საკადასრტო გეგმა სარეკონსტრუქციო არეალის დატანით. მოგახსენებთ იმ შემთხვევაში თუ არსებული კიბის საფეხურების რეკონსტრუქცია ხდება საკადასტრო საზღვრებს გარეთ წარმოსადგენია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა აღნისნულთან დაკავშირებით. 2. ვინაიდან რეკონსტრუქციის შედგად ხდება მრავალბინიანი შენობის კონსტრუქციებთან შეხება, წარმოსადგენია კონსტრუქციული დასკვნა, შესაბამისი აკრედიტებული სპეციალისტის მიერ დამოწმებული. 3.არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი : წარმოსადგენია უახლესი სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა ფოტომასალა ფოტოფიქსაციის თარიღის მითითებით. 4.ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი : 2021 წლის 01 მარტიდან ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი - “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”, რომლის მიზანია შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა. ვინაიდან ნებართვის მოპოვებაზე განცხადება წარმოდგენილი იქნა პირველი მარტის შემდეგ წარმოდგენილი იქნას - “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების” -ტექნიკური რეგლამენტთან შესაბამისობის დასკვნა და შესაბამისად მომზადებული გრაფიკული დოკუმენტაცია. ფოტომონტაჟზე წარმოსახვითი საზღვრებით მონიშნეთ თქვენს საკუთრებაში არსებული ფართის ფასადი, მიუთითეთ გაბარიტული ზომები და აღნიშნულის შესაბამისად დაიანგარიშეთ საპროექტო აბრის პროცენტულობა; გაითვალისიწინეთ, რომ „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე–18 მუხლის მე–10 პუნქტის შესაბამისად, განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს. აღნიშნულის შესაბამისად, დაანგარიშდეს სარეკონსტრუქციო ფასადისა და სარეკლამო აბრების პროცენტულობა და დატანილ იქნას ფოტომონტაჟზე. ასევე კონტურის სახით მონიშნეთ სარეკონსტრუქციო ფართი შესაბამისი გაბარიტული ზომებით. - აქვე გაითვალისწინეთ, რომ "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). ზემოაღნიშნულის შესაბამისად საჭიროა ითარგმნოს თითოეული რეკლამა და წარმოადგინეთ შესაბამისი განახლებული ფოტომონტაჟი. ასევე ფოტომონტაჟზე დაიტანეთ არსებული ქუჩის მანიშნებელი , რაც შეეხება არსებული კარადას, მისი დემონტაჟის შემთხვევაში წარმოსადგენია შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა ან დატოვეთ უცვლელად მონტაჟზე. 5. დამატებით წარმოსადგენია არსებული სარდაფს ამონაწერი და შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 ნოემბერი, 2021გადაწყვეტილება5691916
- 11 ნოემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
დასკვნები და აზომვები1
- ამონაწერი სარაჯიშვილის 3.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა