OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კახეთი , N 3

AR1861839კორექტირებასხვა დანიშნულება11 ნოემბერი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5684897
გადაწყვეტილების თარიღი
15 ნოემბერი, 2021
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
შალვა გოგრიჭიანი
დეველოპერი (ს/კ)
206065185

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.09.049.002
მესაკუთრე
შპს "რაჟიკო" (206065185) (206065185)
ფართობი
3 395 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1861839
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
11 ნოემბერი, 2021
სახეობა
კორექტირება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე, საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი _ -არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი : წარმოსადგენია უახლესი სიტუაციის ფოტომასალა, შორი და ახლო ხედებით, თარიღის ფიქსაციით. -კორექტირებული ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ვინაიდან საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, სამსახურს არსებულ ვიტრინებზე სარეკლამო აბრების მოწყობა შესაძლებლად არ მიაჩნია . იგი საკმაოდ გადატვირთული სახის მატარებელია და ჭრელი, მიუღებელია ფანჯრის ღიობების (ვიტრინების) სარეკლამო აბრებით სრულად (ათვისება) გადაფარვა, ასევე სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია სახურავზე (ფასადის ზემოთ) სარეკლამო აბრების მოწყობა, შესაბამისად დოკუმენტაციიდან ამოღებული იქნას აღნიშნული სამუშაოები. - პირველი სართულის დონეზე დამატებით მოწყობილ აბრაზე უნდა მიეთითოს შესაბამისი გაბარიტული ზომები და ერთიანად დაანგარიშდეს არსებული და კორექტირებით დამატებული სარეკლამო აბრები. გაითვალისიწინეთ, რომ „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების მე–18 მუხლის მე–10 პუნქტის შესაბამისად, განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს. -სამსახურის მიერ გაცემული წერილობითი დადასტურების ან შეთანხმებული პროექტის ან მშენებლობის ნებართვის ბრძანების რეკვიზიტები -> ..დოკუმენტის თარიღი : დაფიქსირდეს სწორად - 01/11/2021 საჭიროების შემთხვევაში, განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ხარვეზების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია გეცნობებათ დამატებით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    მეტის ჩვენება
  2. 15 ნოემბერი, 2021გადაწყვეტილება5684897 - სხვა
  3. 11 ნოემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  4. 11 ნოემბერი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა