ქალაქი თბილისი , ქუჩა მიხაი-ზიჩი , N 2 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა მიხაი-ზიჩი , N4
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5701474
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 ნოემბერი, 2021
- შედეგი
- უარი
- მშენებლობის ვადა
- 4 თვე
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თეიმურაზ ცაავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 405190092
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.05.043.014
- მესაკუთრე
- შპს "ნნ ინვესტი" (405190092)
- ფართობი
- 478 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.05.043.014საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1863269
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 19 ნოემბერი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 ნოემბერი, 2021ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 19 ნოემბერს №AR1863269 განცხადებით მომართა თეიმურაზ ცაავამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №5510984 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №5510984 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, მიხაი-ზიჩის ქუჩა №2; ქალაქ თბილისში, მიხაი-ზიჩის ქუჩა №4-ში მდებარე №01.15.05.043.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 20 ივლისიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ამასთან, სამსახურში ფიქსირდება 2021 წლის 24 ნოემბრის №AR1864075 განცხადება მშენებლობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №5510984 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. კერძოდ, აღნიშნავს რომ მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2021 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურმა დაადგინა, რომ 2021 წლის 11 აპრილის №AR1816899 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 4 თვესა და 10 დღეზე. სამსახურმა, კანონმდებლობის შესაბამისად, იხელმძღვანელა №AR1816899 განცხადებაზე წარმოდგენილი (4 თვესა და 10 დღეზე გათვლილი) კალენდარული გრაფიკით და სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №5510984 ბრძანებაში მშენებლობის ვადა დაფიქსირებულ იქნა სწორად - 2021 წლის 20 ივლისიდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №5510984 ბრძანებით სწორად იქნა განსაზღვრული მშენებლობის ვადა და იგი არ შეიცავს ტექნიკურ შეცდომას, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების და სამსახურის 2021 წლის 20 ივლისის №5510984 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 ნოემბერი, 2021გადაწყვეტილება5701474 - უარი
- 19 ნოემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- DownloadServlet.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა