ქალაქი თბილისი, ზაჰესის დასახლება, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა, N 30
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5714217
- გადაწყვეტილების თარიღი
- 6 დეკემბერი, 2021
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ალექსანდრე ქაშიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204521017
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 72.12.02.507
- მესაკუთრე
- ზაზა კორელი (P/N: *********42)
- ფართობი
- 5 000 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-1
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,3
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1864436
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 26 ნოემბერი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 10 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 6 დეკემბერი, 2021ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2021 წლის 26 ნომებრის AR1864436 განცხადება, რომლითაც ითხოვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას. სამსახურში არსებული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 21 ნოემბრის №2927051 ბრძანებით მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ზაჰესის ტერიტორია ; (საკადასტრო კოდი: N 72.12.02.507) (ფართობი:; 4853.00კვ.მ) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სამეურნეო ნაგებობების მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებელი ითხოვს 2016 წლის 21 ნოემბრის №2927051 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას და საპროექტო ობიექტის ფუნქციური დანიშნულების ცვლილებას. ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითია ის გარემოება, რომ დღევანდელი მდგომარეობით, შეიცლილია სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები, "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა, ასევე, ძალაში შევიდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომლითაც არსებითაც შეიცვალა მშენებლობის ნებარტვის გაცემისათვის დადგეილი მოთხოვნები. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კუტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. აქედან გამომდინარე, სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა და მოთხოვნილი ცვლილება, იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ცვლილების განხორციელება, რამეთუ აღნიშნული წარმოადგენს ისეთი არსებითი ხასიათის ცვლილებას, რაზეც სამსახურის მიერ მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება, როგორც კონკრეტული მიწის ნაკვეთის განაშენიანების არეალი ასევე ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არის დამტკიცებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება 2016 წლის 21 ნოემბრის №2927051 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, საპროექტო ობიექტების დამატების კუთხით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 6 დეკემბერი, 2021გადაწყვეტილება5714217 - უარი
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა